Eiffel Tower - 3 იანვარს 2014 - ❤❤❤TeenWorld❤❤❤



Teenworld.my1.ru


მენიუ
კატეგორიები
News
ვარსკვლავები
ფილმები
Book
ფოტოები
Fashion ♥
საინტერესო
ჩემი შემოქმედება
კონკურსი
ბიოგრაფიები
სტატუსები
ჩანახატები
სიმღერები ♪
ანიმაციები. ☺
სხვა
for teens ♥
მინი-ჩეთი
500
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 29
მთავარი » 2014 » იანვარი » 3 » Eiffel Tower
11:39 AM
Eiffel Tower
ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) — ლითონის კონსტრუქცია შამ-დე-მარსზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.


კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ).


კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.


ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზე მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.

კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.


სტრუქტურა შენდებოდა 1887-1989 წლებში როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 48°51′29″N, 2°17′40″E. კოშკის ინაუგურაცია მოხდა 1889 წლის 31 მარტს, ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. 300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით.


შეცდომის რისკი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენთაგან განსხვავებით კოშკს ღია ჩონჩხი აქვს შუალედური სართულების გარეშე, ორი პლატფორმის გარდა. თუმცა, ვინაიდან ეიფელმა წინასწარი ზომები მიიღო მუშათა უსაფრთხოებისთვის, მშენებლობის პერიოდში მხოლოდ ერთი მათგანი დაიღუპა, ოტისის ლიფტების დამონტაჟებისას.
თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. თუმცა ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.



ჰოლივუდის ერთი ყველაზე დიდი კლიშეა - პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა სჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად, ზონური შეზღუდვების გამო პარიზში შენობათა სიმაღლეზე ზღვარი რამდენიმე სართულით შემოიფარგლება და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე წმინდა ხედი.
თავდაპირველად ეიფელს უფლება ჰქონდა აგებული კოშკი 20 წლით მდგარიყო, საკუთარი ხარჯების ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც მიიღო და ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყდა მისი დატოვება.



კატეგორია: ფოტოები | ნანახია: 513 | დაამატა: SMILER♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი

სტუმარი, მოხარულები ვართ რომ გვესტუმრეთ.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია
ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 9
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ტოპ მომხმარებლები

null Dark▲
null40
null60
null0


null SMILER♡
null31
null72
null3


null Ninni❤
null25
null75
null1


null KetCobain
null22
null117
null1


null Likuna_♥♥♥
null15
null39
null0


null sofi_floyd))
null13
null19
null1


null Nini_Nincho♥
null4
null6
null0


null -Marrii
null3
null5
null0

Top სიახლეები
Erika Linder

კომენტარები: 8 ნანახია: 2613
New Contest For New Year ^^ XoXo ♥

კომენტარები: 8 ნანახია: 602
Anyway My Become

კომენტარები: 7 ნანახია: 633
♥ რას ნიშნავს მეგობრობა? ♥

კომენტარები: 7 ნანახია: 1387
Gifs

კომენტარები: 6 ნანახია: 652
Anyway My Become

კომენტარები: 6 ნანახია: 608
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 8:24 AM
თქვენი IP: 3.144.45.137
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024