I Lose Love...!!! - 5 აპრილში 2014 - ❤❤❤TeenWorld❤❤❤



Teenworld.my1.ru


მენიუ
კატეგორიები
News
ვარსკვლავები
ფილმები
Book
ფოტოები
Fashion ♥
საინტერესო
ჩემი შემოქმედება
კონკურსი
ბიოგრაფიები
სტატუსები
ჩანახატები
სიმღერები ♪
ანიმაციები. ☺
სხვა
for teens ♥
მინი-ჩეთი
500
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 29
მთავარი » 2014 » აპრილი » 5 » I Lose Love...!!!
3:41 PM
I Lose Love...!!!

ვიცი,რომ აღარ გიყვარვარ და ნაფლეთებიღა შემორჩა ჩვენი სიყვარულისგან. 

დიდი მადლობა მოგონებებისთვის.

შუადღემდე ლონდონის ქუჩებში დავხეტიალობდი.სრულიად განადგურებული ვიყავი.პაპარაცები დამსდევდნენ,მაგრამ როცავთხოვე,რომ მარტო დავეტოვებინე,დამტოვეს.ალბათ ჩემს თვალებში ჩამდგარი სევდა და ტკივილი დაინახეს და შევეცოდე. 
სადღაც პირველი საათისთვის პარკში დავჯექი და მტრედებს ვუყურებდი,რომლებსაც ვიღაც მოხუცებული ქალი აჭმევდა პურს. 
უკვე საღამოვდება და ის ქალიც წავიდა.ახლა სრულიად მარტო ვიჯექი პარკში.თავი მტკიოდა ამდენი ფიქრისგან.გული მტკიოდა ამდენი ტანჯვისგან და თვალები მეწვოდა ამდენი ტირილისგან. 
როცა გავიაზრე,რომ ჩემი ბინის გასაღები ჰარისთან მქონდა,ტელეფონი ავიღე და ზეინთან დავრეკე და ვკითხე თუ შემეძლო მოვსულიყავი დასარჩენად.ის დამთანხმდა და მეც ჩემს გზას გავუყევი ზეინის და პერის სახლისკენ. 
არც ისე შორს იყო პარკიდან და ამიტომ ნახევარ საათში უკვე იქ ვიყავი.კარებზე დავაკაკუნე და დაველოდე როდის გააღებდნენ.რამდენიმე წამში კარი პერიმ გააღო და სახლში შემიპატიჟა. 
თავი დავხარე როცა ყველა იქ ვნახე.ჰარის გარდა.არ მინდოდა ასე ჩაწითლებული თვალებით ვენახე ვინმეს და უბრალოდ გამარჯობა ამოვიბურტყუნე. ზეინი მოვიდა ჩემთან და თავი ამაწევინა. 
-რა გჭირს?-მკითხა 
-არაფერი-დავიჩურჩულე. 
-რა გააკეთა?-ოდნავ გაბრაზებულმა იკითხა 
-ბავშვზე უარი თქვა-თავი ისევ დავხარე და ცრემლი მოვიწმინდე. 
-ორსულად ხარ?-თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა და ცოტა არ იყოს ხმამაღლა თქვა
 -რა?-ყველამ წამოიძახა უნისონში 
-ხო-ამოვიბურტყუნე. 
-ღმერთო ჩემო,დაუჯერებელია-წამოიძახა ლუიმ 
-რატომ?-გამიკვიდა.მე და ჰარი ხომ ცოლ-ქმარი ვიყავიტ სრულიად შესაძლებელია ორსულად ვყოფილიყავი 
-არაფერი დაივიწყე-თქვა ლიამმა
 -რა ხდება?-ხმას ოდნავ ავუწიე-რატომ არის დაუჯერებელი?მე და ჰარი ხომ ცოლ-ქმარი ვართ სრულიად შესაძლებელია ასე ყოფილიყო-ხელები გადავიჯვარედინე 
-ხო შესაძლებელია-ჩუმად თქვა ლუიმ,მაგრამ მე მაინც გავიგე 
-რატომ არის დაუჯერებელი მეტყვით თუ არა?-გაბრაზებულმა კბილებში გამოვცერი
 -მისმინე ემი-ზეინმა ჩემი ხელი მისაში მოიქცია-შეიძლება ეს გეწყინოს,მაგრამ უკვე შეუძლებელია ეს დავმალოთ,ორსულად ხარ და უნდა იცოდე-მითხრა.თვალებში მწუხარება ჩასდგომოდა
 -რა ხდება?-გაბრაზება დავაოკე და ვკითხე 
-ჩვენ და ჰარიმ ნაძლევი დავდეთ,რომ ცოლს ვერ მოიყვანდა-დაიწყო ისევ ზეინმა-მაგრამ მან შენ მოგიყვანა ცოლად.ყველაფერს ვფიცავარ არ ვიცოდი შენ თუ მოგიყვანდა თორემ ამას არ გავაკეთებდი-ამოიოხრა-სანამ გავიგებდით ვინ იყო მისი საცოლე,მანამდე შევთანხმდით რომ თუ შენ შეგიყვარდებოდა ის რამე კარგ საჩუქარს გავუკეთებდით,მაგრამ თუ მას შეუყვარდებოდი,მაშინ ჩვენთვის უნდა ეჩუქებინა. 
-მოიცა ამით რისი თქმა გინდა?რომ მე ჰარი ამ დროის განმავლობში მატყუებდა?-თვალები ცრემლებით ამევსო და გული კიდევ ერთხელ გამიტყდა. 
ყველა თანხმობის ნიშნად დუმდა
 -რატომ?-დავიჩურჩულე-რატომ მაინც და მაინც მე?-თავი გავიქნიე და იქიდანაც წამოვედი.
 არ მინდა!! არ მინდა არავინ.მამაჩემისკენ ავიღე გეზი და ჩემი სახლის კიდევ ერთი გასაღები გამოვართვი.
 ყოველგვარი ემოციის გარეშე შემხვდა.არც ჩამხუტებია,არ  მოვუკითხივარ.თუმცა რატო მომიკითხავდა,ხომ მომიშორა რაც მთავარია. 
ჩემი ბინის კარები შევაღე და ჩემს უკან მივკეტე.გასაღებით ისევ ჩავკეტე და იქვე დავვარდი. 
ღმერთო,როგორ არ მინდოდა ეს ტკივილი მეგრძნო,როგორ მინდოდა ამამ ქვეყნიდან გავმქრალიყავი,ისე რომ ვერავის ვერ შეემჩნია ჩემი გაქრობა. 
თუმცა ვის უნდა შეემშნია,ჩემზე არავინ არ დარდობდა,არავის არ ვაინტერესებდი,არავის ადარდებდა ჩემი თავი ან თუნდაც ჩემი შვილი. 
ყოველგვარი ფიქრის გარეშე ავდექი და სააბაზანოში შევედი,სამართებელი ავიღე და ხელზე დავიდე,გაკვრას ვერ ვბედავდი,მაგრამ არ მინდოდა გულში ეს ტკივილი მეგრძნო,მინდოდა სხვა რამე მტკენოდა,რომ ეს ტკივილი აღარ მეგრძნო. სამართებელი ხელზე გადავისვი და სისხლმაც იფეთქა.კიდევ ერთხელ გადავისვი,კიდევ,კიდევ და სანამ ჩემს ქვეშ სისხლის გუბე არ დადგა მანამდე არ შევჩერებულვარ,კედელს ჩავუყევი და ამ გუბეში ჩავჯექი. 
ვგრძნობდი,რომ გონებას ვკარგავდი და ცოტა ხანში გავითიშე კიდეც. 
 
*** 
გონზე მოვდივარ.თავის ტკივილს,გულის რევას და ხელის წვას ვგრძნობ მხოლოდ.თვალებს ვახელ და თეთრ ჭერს ვხედავ.ნელ-ნელა წამლების სუნსაც ვგრძნობ და რაღაცის წრიპინი მესმის.თავს გვერდით ვაბრუნებ და ვხედავ აპარატს რომლებზდც ხაზებია გამოსახული.თავს მეორე მხარეს ვაბრუნებ და დივანზე გოგოს და ბიჭს ვხედავ,მაგრამ სანამ რამის კითხვას მოვასწრებდე ოთახში თეთრებში ჩაცმული კაცი შემოდის და ვხვდები,რომ საავადმყოფოში ვარ.
კი მაგრამ რა?როგორ?რანაირად? მახსოვს რომ ჩემს სახლში ვიყავი და ვენები გადავისერე,მაგრამ აქ ვინ მომიყვანდა? 
-როგორც ვხედავ გაიღვიძეთ მის სტაილს-გამომაფხიზლა ექიმმა 
-დიახ-ჩუმად ვთქვი 
-თავს როგორ გრძნობთ?-ფურცლებიდან თავი ამოწია და შემომხედა 
-თავი მტკივა,გული მერევა და ხელი მეწვის-ვუთხარი და ხელზე დავიხედე,რომელიც სახვევით მქონდა შეხვეული 
-ეს ბუნებრივია,თქვენ ბევრი სისხლი დაკარგეთ,მაგრამ არა იმდენი რომ თქვენი ორსულობისთვის საფრთხე შეგექმნათ.იცოდით,რომ ორსულად იყავით?-მკითხა ექიმმა. 
-ორსულად იყავი?-მკითხა იქ მჯდომმა გოგონამ
 -დიახ ექიმო ვიცოდი-თავი დავაქნიე
 -მაშინ რატომ გააკეთეთ ეს?-მშვიდად მკითხა
 -არ მინდა გულის ტკივილი მეგრძნო და ამიტომ-ცრემლი მოვიწმინდე და გავჩუმდი 
-კარგით,მე თქვენს საქმეში არ ჩავერევი-გამიღიმა-რამდენიმე მალამოს და წამლებს გამოგიწერთ,ხვალ კი შეგეძლებათ სახლში დაბრუნება-კიდევ ერთხელ გამიღიმა და ოთახი დატოვა
ჩემთან კი იქ მჯდომი გოგონა მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა. 
-გამარჯობა,მე შენი მეზობელი ვარ.-საყვარლად გამიღიმა-ეს კი ჩემი შეყვარებულია-ბიჭზე მიმითითა 
-სასიამოვნოა-მათ ხასიათზე არ ვიყავი,მაგრამ მათი წყენინება არ მინდოდა-თქვენ როგორ მომაგენით?
 -სააბაზანოში შევედი ჩემს სახლში და სისხლის სუნი მეცა,როცა იქ არ იყო სისხლის კვალი,ვიფიქრე ,რომ გვერდით იქნებოდა და გამოვედი,მაგრამ კარი ჩაკეტილი,რომ იყო ჯეის დავუძახე და თმისაბნევით გააღო,შემდეგ აბაზანაში რომ შევედი შენ გნახე და ჯეის ვთხოვე,რომ წამოეყვანე საავადმყოფოში-სევდიანად გამიღიმა იმ გოგომ 
-მადლობა,მაგრამ საჭირო არ იყო-თავი გავაქნიე. 
-კარგი ახლა დაიძინე და ცოტა ხანში შემოვალთ-ხელი ხელზე დამადო და ოთახიდან გავიდნენ. 
არ ჯობდა იქვე ამომხდომოდა სული და არავის არ ვეპოვე?ჯობდა ათასჯერ ჯობდა ასეთ სიცოცხლეს. 
ფიქრებიდან კარის ხმამ გამომიყვანა და უცებ იქითკენ გავიხედე,თვალში კი მწვანე თვალები და წაბლისფერი კულულები მომხვდა. 
ჰარი აქ იყო. 

დააკომენატრეთ ♥
P.S ახალი პერსონაჟი ეს გოგოა

 

კატეგორია: Book | ნანახია: 567 | დაამატა: Dark▲ | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი

სტუმარი, მოხარულები ვართ რომ გვესტუმრეთ.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია
ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 9
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ტოპ მომხმარებლები

null Dark▲
null40
null60
null0


null SMILER♡
null31
null72
null3


null Ninni❤
null25
null75
null1


null KetCobain
null22
null117
null1


null Likuna_♥♥♥
null15
null39
null0


null sofi_floyd))
null13
null19
null1


null Nini_Nincho♥
null4
null6
null0


null -Marrii
null3
null5
null0

Top სიახლეები
Erika Linder

კომენტარები: 8 ნანახია: 2613
New Contest For New Year ^^ XoXo ♥

კომენტარები: 8 ნანახია: 601
Anyway My Become

კომენტარები: 7 ნანახია: 633
♥ რას ნიშნავს მეგობრობა? ♥

კომენტარები: 7 ნანახია: 1387
Gifs

კომენტარები: 6 ნანახია: 651
Anyway My Become

კომენტარები: 6 ნანახია: 608
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 6:46 AM
თქვენი IP: 18.225.56.251
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024