I Lose Love...!!! - 8 აპრილში 2014 - ❤❤❤TeenWorld❤❤❤



Teenworld.my1.ru


მენიუ
კატეგორიები
News
ვარსკვლავები
ფილმები
Book
ფოტოები
Fashion ♥
საინტერესო
ჩემი შემოქმედება
კონკურსი
ბიოგრაფიები
სტატუსები
ჩანახატები
სიმღერები ♪
ანიმაციები. ☺
სხვა
for teens ♥
მინი-ჩეთი
500
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 29
მთავარი » 2014 » აპრილი » 8 » I Lose Love...!!!
4:32 PM
I Lose Love...!!!

"ჰარი აქაა,ჰარი აქაა"-ამას გაიძახოდა ჩემი გონება და გული ლამის საგულედან ამომვარდნოდა.ჩემს გვერდით დაჯდა სკამზე და ჩემი ყურება დაიწყო. 

-აქ რა გინდა?-თავი ჩავხარე და დავუჩურჩულე. 
-რომ არ მოვსულიყავი ჭორები აგორდებოდა და ეს სულ არ მინდა-თქვა და მზერა მომაშორა. გამეცინა.ჩემს თავზე გამეცინა,რომ მეგონა,რომ ჩემზე დარდობდა.როგორ შეიძლებოდა ასე დებილი ვყოფილიყავი. 
-შეიძლება მუცელზე შეგეხო?-ხმა დაადაბლა და ახლა მუცელზე შემომხედა. 
თავი უარის ნიშნად გავაქნიე და მუხლები მოვკეცე,ხელები შემოვხვიე და ლოყა დავადე.ჰარის საწინააღმდეგო მხარეს ვიხედებოდი. 
-მაგრამ ეს ბავშვი ჩემი შვილიცაა-გააპროტესტა მან. 
-შვილი,რომელიც არ გინდა-ვცდილობდი ხმა არ გამზარვოდა,მაგრამ არ გამომივიდა წინადადების ბოლოს მაინც გამებზარა.ცრემლებმა კი უცებ იპოვეს თავიანთი გზა ჩემი ლოყებისკენ. 
-პატარავ,გთხ... 
-ჰარი გაჩერდი.უბრალოდ გაჩერდი.შენ წარმოდგენაც არ გაქვს,როგორ მერჭობა შენი ყოველი სიტყვა გულში.წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მტკივა გული,როცა ერთ ასოსაც ამბობ.წარმოდგენაც არ გაქვს იმიტომ რომ ეს არასდროს არ განგიცდია,მე კი ამას მას მერე განვიცდი რაც დედა და ძმა მომიკვდა.მხოლოდ მაშინ მეკიდა ყველას აზრი ფეხებზე როცა კაიფში ვიყავი,მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ არ შემიძლია ჩემს-ამ სიტყვას ხაზი გავუსვი-შვილს ზიანი მივაყენო,თუმცა ამდენი გულის ტკივილით ტირილით,სისხლის დაკარგვით,უჭმელობით მაინც ვაყენებ ზიანს-თავი გავიქნიე და საწოლიდან წამოვდექი. 
-ჰარი,გული მტკივა,უბრალოდ რა მინდა იცი?მინდა რომ ეს გული ამოვიგლიჯო და ვერაფერს ვერ ვგრძნობდე,მინდა მოვკვდე,საერთოდ არ ვვარსებოდე არავისთვი,თუმცა ახლაც არავის არ ვანაღვლებ-მხრები ავიჩეჩე.
მას ხმა არ ამოუღია თავჩახრილი იჯდა. 
-ყველაზე მეტად გული ნაძლევმა მატკინა-ისევ დავიწყე და ჰარიმ თავი ამოწია,მაგრამ თვალებში არ შემოუხედია-არც კი იცი რა დამემართა,გული კიდევ უფრო გამეხლიჩა,ცუდად გავხდი ასე მეგონა ჩემს გარშემო ყველა და ყველაფერი დატრიალდა.როდემდე აპირებდი დამალვას?თუმცა რა აზრი აქვს მაინც გავიგე.უბრალოდ ამიხსენი რატომ?რატომ უნდა გეტკინა ჩემთვის გული ასე?რა დაგიშავე. ჰარი წესიერად არც კი მიცნობდი.ერთი თვის დაწყებული გვქონდა"ურთიერთობა" და მერე ტურში წახვედი მე კი 11 თვე არ გინახივარ.2 თვეა ფაქტიურად მიცნობ.-ოთახში იქეთ აქეთ დავდიოდი -ერთხელ მაინც არ გიფიქრია,რომ ამით გულს მატკენდი?-ტირილი არ მინდოდა მაგრამ წინადადების ბოლოს ხმა მაინც გამებარა ისევ-სანამ შენს საჩუქარზე ფიქრობდი და თავს მაყვარებდი,არ გიფიქრია რომ ტკივილს მომაყენებდი?კარგი შეიძლება არ გიფიქრია,მაგრამ რატომ დამაორსულე?იმ დაწყევლილ ღამეს თავი რატომ არ დაიცავი?თუ იმდენად იყავი შენი თავისთვის სიამოვნების მინიჭებით დაკავებული,რომ ფეხებზე გეკიდა დავორსულდებოდი თუ არა?-ცრემლები კიდევ უფრო მისველებდა სახეს 
-ხმა ამოიღე ჰარი,თქვი რამე-დავიყვირე-მიპასუხე რა დაგიშავე,მითხარი რა ვქენი ასეთი,რომ ამხელა გულის ტკივილი დავიმსახურე,თქვი რამე-კედელთან ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე. ღმერთო გული კიდევ უფრო მტკიოდა,ვიდრე მაშინ.ცრემლები კი არა და არ წყდებოდა
-მაპატიე-ჰარის ხმა მომესმა და მისკენ გავიხედე. 
-ჰაჰ-გამეცინა(ლაითად :დ ) მაპატიე,რა ადვილი სათქმელია და რა ცუდია,რომ არაფერს არ შველის-თავი გავიქნიე და ისევ მუხლებს ჩავეხუტე,მაგრამ მალევე წამოვდექი და საწოლთან მივედი. 
-არავის არ ვუყვარდი არასდროს დედაჩემის და ჩემი ძმის გარდა,მეგონა რომ საბოლოოდ ვიპოვე ვისაც ისეთი ვეყვარებოდი,როგორიც ვიყავი,შენი სახით.იცი,როგორ გამიხარდა პირველად,რომ მითხარი მიყვარხარო?გახსოვს როდის იყო?ჩვენი პირველი ღამის მეორე დღეს აეროპორტში,რომ გაგაცილე,მაშინ მითხარი მიყვარხარო.5 წლის განმავლობაში პირველი იყავი ვინც ეს მითხრა,ამ ერთმა სიტყვამ ჩემს გულში და გონებაში მთლიანი გადატრიალება მოახდინა.გამოსასწორებელ ცენტრში,რომ ვიყავი მხოლოდ შენი თვალები და ჩემი სახელი მახსოვდა,მეტი არაფერი.ყველაფერი შენმა ერთმა კოცნამ გამახსენა ჰარი.იმდენად მიყვარხარ,რომ მხოლოდ შენმა კოცნამ გამახსენა ყველაფერი.იცი ეს რამხელა რამაა? არამგონია ვინმეს ოდესმე ყვარებოდე როგორც მე მიყვარხარ ჰარი.გულის ტკივილამდე მიყვარხარ,რომელიხ ახლა შენი ქცევით და შენი სიყვარულითაა ნატკენი-ხელი ხელზე მოვკიდე და ჩემს გულზე დავადებინე-გესმის როგორ ნელა ფეთქავს?-თავი დამიქნია-ეს იმიტომ,რომ დამძიმებული მაქ.თითქოსდა მუცელში მაქ,თითქოსდა მალე მოწყდება მის ადგილს.მეც ადამიანი ვარ ჰარი,მეც მტკივა,მეც მიხარია,მეც მიყვარს და მეც მძულს.თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე.როგორ იგრძნობდი თავს? სიკვდილი მოგინდებოდა ისევე როგორც მე მინდა ახლა სიკვდილი.-ხელი მოვაშორებინე და მისგან მოშორებით დავდექი-რამის თქმა თუ გინდა თქვი,თუ არადა შეგიძლია წახვიდე,მე ჩემი სათქმელი გითხარი-ორივე ხელი თმებში შევიცურე და უკან გადავიყარე.არაფერი უთქვია წამოდგა,მაგრამ სანამ გავიდოდა შემომხედა და მითხრა. 
-წასვლის წინ ერთხელ მაინც მაკოცე.საბოლოოდ და სამუდამოდ გავქრები თქვენი ცხობრებიდან-მისკენ მივტრიალდი და ის ჩემთან ძალიან ახლოს იყოს.ძალიან დავიბენი თან მინდოდა მეკოცნა და თან არა.ხელი წელზე შემიცურა და მისკენ მიმწია.მეორე ხელით კი ლოყაზე მომეფერა.ტუჩები ჩემსას მოადო და ენა ქვედა ტუჩზე გადამისვა.უნებურად პირი გავხსენი და მანაც არ დააყოვნა და მისი ენა ჩემს პირში შემოაცურა.თვალები დამეხუჭა და მეც კოცნით ვუპასუხე.ხელები კისერზე მოვხბიე.კოცნა ნელი და ემოციებით სავსე იყო.მთელი ჩემი ტკივილი ამ კოცნაში ჩავაქსოვე.ორივე ხელი წელზე შემომხვია და ერთი წუთით გაიწია,რომ ამოესუნთქა შემდეგ კი ისევ ჩემს ტუჩებს მიუბრუნდა,ამ ჯერად კედელს ამაკრა ხელები საავადმყოფოს ხალათში შემიცურა და მუცელზე მომეფერა.კოცნაში გაეღიმა,მე კი ცრემლები ისევ წამომივიდა.მისი ხელები ისეთი თბილი იყო,შეხება კი ნაზი.უცებ წარმოვიდგინე ჰარის როგორ უკავია ბავშვი ხელში და ეთამაშება მე კი ბედნიერი ვიცქერ მათ. კოცნა გავწყვიტე და უკან გავიწიე,ჰარიმ კი მისი შუბლი ჩემსას მჭიდროდ მიაბჯინა და მძმიდე სუნთქავდა.მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მედებოდა და მინდოდა კიდევ ერთხელ მეკოცნა და საბოლოოდ შემეგრძნო მისი ტუჩები.მისკენ მივიწიე და სწრაფად ვაკოცე.ხელი ჯერ კიდევ ჩემს მუცელზე ედო და თვალებში მიყურებდა.ცერა თითი ფრთხილად გადამისვა მუცელზე და ოდნავ გაეღიმა. 
-ახლა კი დანაპირებს შევასრულებ და წავალ-ჩუმად თქვა და ჩემგან გაიწია. კარებთან მივიდა,მაგრამ ხელი მაჯაზე წავავლე და ჩემსკენ შემოვაბრუნე. 
-შენთვის მართლა არაფერს არ ვნიშნავ?-ვკითხე და ტუჩზე ვიკბინე,რომ ცრემლები არ წამომსვლოდა.მან კი თავი ჩახარა და ოდნავ გააქნია უარის ნიშნად.ხელი გავუშვი და თავი დავაქნიე,ის კი უკან მოუხედავად გავიდა პალატიდან. 
ისევ ცრემლებად ვიქეცი და ისევ გამეხლიჩა გული. კედელთან ჩავიკეცე როცა ვიგრძენი,რომ წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი,შემდეგ კი არაფერი მახსოვს შავი ფერის გარდა.გონება დავკარგე.

იმედია მოგეწონათ <3
დააკომენტარეთ
კატეგორია: Book | ნანახია: 739 | დაამატა: Dark▲ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი

სტუმარი, მოხარულები ვართ რომ გვესტუმრეთ.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია
ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 9
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ტოპ მომხმარებლები

null Dark▲
null40
null60
null0


null SMILER♡
null31
null72
null3


null Ninni❤
null25
null75
null1


null KetCobain
null22
null117
null1


null Likuna_♥♥♥
null15
null39
null0


null sofi_floyd))
null13
null19
null1


null Nini_Nincho♥
null4
null6
null0


null -Marrii
null3
null5
null0

Top სიახლეები
Erika Linder

კომენტარები: 8 ნანახია: 2613
New Contest For New Year ^^ XoXo ♥

კომენტარები: 8 ნანახია: 602
Anyway My Become

კომენტარები: 7 ნანახია: 633
♥ რას ნიშნავს მეგობრობა? ♥

კომენტარები: 7 ნანახია: 1387
Gifs

კომენტარები: 6 ნანახია: 652
Anyway My Become

კომენტარები: 6 ნანახია: 608
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 7:42 AM
თქვენი IP: 3.147.79.45
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024