Big Ben ♡ - 9 იანვარს 2014 - ❤❤❤TeenWorld❤❤❤



Teenworld.my1.ru


მენიუ
კატეგორიები
News
ვარსკვლავები
ფილმები
Book
ფოტოები
Fashion ♥
საინტერესო
ჩემი შემოქმედება
კონკურსი
ბიოგრაფიები
სტატუსები
ჩანახატები
სიმღერები ♪
ანიმაციები. ☺
სხვა
for teens ♥
მინი-ჩეთი
500
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 29
მთავარი » 2014 » იანვარი » 9 » Big Ben ♡
5:25 PM
Big Ben ♡
ბიგ-ბენი (ინგლ. Big Ben)  — უესტმინსტერის სასახლის ექვსი ზარიდან ყველაზე დიდი ზარის სახელი, ხშირად ამ სახელს თვითონ საათის კოშკსაც მიაკუთვნებენ, რომელსაც 2012 წლის სექტემბრიდან ოფიციალურად „ელისაბედის კოშკი" ქვია. კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა . კოშკის მშენებლობა 1858 წელს იქნა დასრულებული, მისი 150-ე წლისთავი კი 2009 წლის 31 მაისს აღინიშნა, რომლის დროსაც სხვადასხვა სადღესასწაულო ხონისძიები გაიმართა. კოშკი, როგორც ლონდონის ასევე ინგლისის ყველაზე თვალშისაცემი სიმბოლო გახდა და ხშირად ლონდონში გადაღებული ფილმების მთავარ მოქმედების ობიექტს წარმოადგენს.
ამ სახელის წარმოქმნასთან დაკავშირებით ორი თეორია არსებობს. პირველის თანახმად, იმ დროისთვის ყველაზე მძიმე 13,7 ტონის ზარმა თავისი სახელი ბიგ-ბენი (დიდი ბენი) სერ ბენჟამინ ჰოლის პატივსაცემად მიიღო, რომელიც ზარის ჩამოსხმის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. სხვა ვერსიის თანახმად, ბიგ-ბენი დარქმეულ იქნა ბენ კაუნტის იმ დროს ძალიან პოპულარული მძიმე წონიანი ბოქსიორის პატივსაცემად.

ელისაბედის კოშკი (თავდაპირველად საათის კოშკი), ასე დედოფალ ელისაბედ II-ის საპატივსაცემლოდ, მისი ბრილიანტის იუბილეს წელს წოდებული, აშენებულ იქნა, როგორც ჩარლზ ბერის ახალი სასახლის დიზაინის ნაწილი, მას შემდეგ, რაც უესტმინსტერის ძველი სასახლე დიდად დაზიანდა 1834 წლის 16 ოქტომბრის ღამეს მომხდარი ხანძრის შედეგად. ახალი პარლამენტი ნეო-გოთიკურ სტილში აშენდა. იმისდა მიუხედავად, რომ ბერი სასახლის მთავარი არქიტექტორი იყო, საათის კოშკის დიზაინისთვის მან ავგუსტუს პიუჯინს მიმართა, რომლის დიზაინიც ძალიან ჰგავს პიუჯინის ადრეულ დიზაინებს, მაგალითად ისეთს, როგორი დიზაინის კოშკიც სკერისბრიქ ჰოლშია. ელისაბედის კოშკი პიუჯინის უკანასკნელი ნამუშევარი იყო, მოკლე პერიოდის შემდეგ ის საბოლოოდ გაგიჟდა და გარდაიცვალა. პიუჯინმა, ბერის მასთან ბოლო ვიზიტამდე, რათა მისი ნახაზები წაეღო, თავისთვის ჩაიწერა: „ჩემს ცხოვრებაში მისტერ ბერისთვის ასე თავგამოდებით ჯერ არ მიმუშავია, ხვალისთვის ჩემს ყველა ნახაზს წარვუდგენ, რათა მისი ზარის კოშკი დამთავრდეს — ის მშვენიერია". კოშკი დაპროექტებულია პიუჯინის ცნობილ გოთური აღორძინების სტილში, ის 315 ფუტი (96.0 მ) სიმაღლისაა (დაახლოებით 16 სართულიიანი შენობის სიმაღლის).

კოშკის ქვედა ნაწილი, რომელიც 61 მეტრი (200 ფტ) სიმაღლისაა, ანსტონის ქვიშისფერი კირქვის აგურითაა მოპირკეთებული. კოშკის დანარჩენი ნაწილი დამშვენებულია თუჯისწვეტოვანი სახურავით. კოშკი აშენებულია 15,2 მეტრის კვადრატულ ტივზე, რომელიც მიწის ქვეშ 4 მეტრ (13 ფტ) სიღრმეზე მდებარე 3 მეტრი (10 ფტ) სისქის სქელი ბეტონისგანაა დამზადებული. საათის ოთხივე ციფერბლატი მიწის ზედაპირიდან 54,9 მეტრის სიმაღლეზე არიან. კოშკის შიდა მოცულობის ფართობი კი 4,650 კუბურ მეტრს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ კოშკი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთია, უცხოელი მნახველებისთვის კოშკი შიგნით შესვლა აკრძალულია, ხოლო დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს მისი დათვალიერება და ტურების მოწყობა, მხოლოდ პარლამენტში მათ წარმომადგენელთან სპეციალური წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ კოშკს არ გააჩნია ლიფტი და მნახველებს მის კენწოროში მოსახვედრად 334 კიბის ფეხით ავლა უწევთ.

lost in books and crackling vinyl | via Tumblr


იმედია მოგეწონათ ♥
კატეგორია: ფოტოები | ნანახია: 828 | დაამატა: Dark▲ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Ninni❤   (2014-01-14 3:21 PM) [Entry]
infotmacia, suratebi, gifebi .. dzaan magari siaxlea kochag <3 chemi ocnebaa londonshi mogzauroba love sad <3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი

სტუმარი, მოხარულები ვართ რომ გვესტუმრეთ.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია
ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 9
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ტოპ მომხმარებლები

null Dark▲
null40
null60
null0


null SMILER♡
null31
null72
null3


null Ninni❤
null25
null75
null1


null KetCobain
null22
null117
null1


null Likuna_♥♥♥
null15
null39
null0


null sofi_floyd))
null13
null19
null1


null Nini_Nincho♥
null4
null6
null0


null -Marrii
null3
null5
null0

Top სიახლეები
Erika Linder

კომენტარები: 8 ნანახია: 2613
New Contest For New Year ^^ XoXo ♥

კომენტარები: 8 ნანახია: 601
Anyway My Become

კომენტარები: 7 ნანახია: 633
♥ რას ნიშნავს მეგობრობა? ♥

კომენტარები: 7 ნანახია: 1387
Gifs

კომენტარები: 6 ნანახია: 651
Anyway My Become

კომენტარები: 6 ნანახია: 608
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 6:25 AM
თქვენი IP: 3.141.42.84
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024