Don't cry - 6 ოქტომბერში 2013 - ❤❤❤TeenWorld❤❤❤



Teenworld.my1.ru


მენიუ
კატეგორიები
News
ვარსკვლავები
ფილმები
Book
ფოტოები
Fashion ♥
საინტერესო
ჩემი შემოქმედება
კონკურსი
ბიოგრაფიები
სტატუსები
ჩანახატები
სიმღერები ♪
ანიმაციები. ☺
სხვა
for teens ♥
მინი-ჩეთი
500
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 29
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 6 » Don't cry
6:58 PM
Don't cry




_________________________




რა გატირებს?
– რაღაც გამახსენდა.
– მაინც?
– აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც ზუსტად აქ ჩამოიარეს.
– მერე რა გატირებს?
– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.
– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.
– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
– არ მინდა.
– რატომ?
– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან.
– მერე შენ ამის არ გეშინია?!
– შენ არ გეშინია?!
– რისი უნდა მეშინოდეს?!
– დასასრულის.
– დასასრული არ არსებობს.
– როგორ თუ არ არსებობს?!
– ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას.
– მაშ, რატომ წერ ნაღვლიანად, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?
– რა ვიცი, მაინც მეცოდებიან.
– თუ გეცოდებიან მაშინ რატომღა კლავ?
– კვდებიან და რა ვქნა. წესით არ უნდა ვნაღვლობდე.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი, მაგრამ ხომ გითხარი დასასრული არ არსებობს მეთქი.
_ მაშ რატომ ტირიან ადამიანები?
– ეშინიათ და იმიტომ.
– რისი ეშინიათ?
– დასაწყისის. ცისაც არ ეშინია, ის არც ტირის.
– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?
– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია.
_ იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!
– მაშ, რატომ?
– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით.
– ეგ რამ გაფიქრებინა?
– ეკლესიებმა. ხედავ როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვიდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს
– ვტირით.
– მაგრამ რატომ არ განმეორდა?
– რა?
– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?
– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს.
– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?
_ არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი.
– იმიტომ რომ თავისუფლება უნდა.
– მერე აღარ იტირებს?
– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია.
– დაწერე რა.
– რა?
– მოთხრობა დაწერე ჩემზე.
– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?
– არა. იცი როგორ დაწერე?
– როგორ?
– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს.
– მერე?
– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდე, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.
– მერე?
– ერთ დღეს ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?
-მე ეგ უკვე დიდი ხანია დავწერე..!











ყველა მეუბნებით რომ გიყვარვართ, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებთ, რადგან

ეს მხოლოდ უბრალო სიტყვებია რომლის თქმა ძალაუვნებურად გიწევთ.



ყველა ერთხმათ მიმტკიცებდით გული არ გაქვსო და აბა რა მტკივა..??




ყოველთვის არ მაქ ნეერვები აგიტანოთ გავუძლო ამ

ყვეელააფერს )) გულიი მაქ და არა რკინა (( .. !!




დრო არაჩვეულებრივი მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს ყველა მის მოსწავლეს...




სრულყოფილება... სრულყოფილების შიში... ნუ ღელავ, შენ მას მაინც ვერასოდეს მიაღწევ .




პესიმისტი ის კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ოპტიმისტი კი კაცია, რომელიც იცინის იმიტომ, რომ ტკივილი დაივიწყოს...



ადამიანები ოცნებობებ უკვდავებაზე, თუმცა არ იციან რა გააკეთონ დასვენების დღეებში.



ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა.



შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც არაფერს გრძნობ.



როდესაც ხიდიდან გადახტები თავის მოსაკლავად ხვდები, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, გარდა ერთისა – შენ უკვე გადახტი .



თუ არ იცი რის გამო უნდა იცხოვრო, მაშინ იპოვე მიზეზი, რის გამოც უნდა მოკვდე .



საწყენია, მეგობრები უბრალო ნაცნობები რომ ხდებიან.



ადამიანი მთლიანად ღარიბი არ არის, თუკი გაღიმება ჯერ კიდევ შეუძლია...



დიდი სიყვარულისთვის, დიდი პატიება უნდა შეგეძლოს .








______________________________________________________________________

ძაან ვიწვალეე და დამიკომეთ !! ♥ :**
Love You All
♥♥♥
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 550 | დაამატა: KetCobain | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 SMILER♡   (2013-11-09 2:30 PM) [Entry]
მომწონსსსს tongue tongue tongue tongue

0  
1 Diva♚   (2013-11-04 1:28 PM) [Entry]
Dzalian kargi siaxle iyoo

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი

სტუმარი, მოხარულები ვართ რომ გვესტუმრეთ.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია
ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 9
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ტოპ მომხმარებლები

null Dark▲
null40
null60
null0


null SMILER♡
null31
null72
null3


null Ninni❤
null25
null75
null1


null KetCobain
null22
null117
null1


null Likuna_♥♥♥
null15
null39
null0


null sofi_floyd))
null13
null19
null1


null Nini_Nincho♥
null4
null6
null0


null -Marrii
null3
null5
null0

Top სიახლეები
Erika Linder

კომენტარები: 8 ნანახია: 2614
New Contest For New Year ^^ XoXo ♥

კომენტარები: 8 ნანახია: 602
Anyway My Become

კომენტარები: 7 ნანახია: 633
♥ რას ნიშნავს მეგობრობა? ♥

კომენტარები: 7 ნანახია: 1387
Gifs

კომენტარები: 6 ნანახია: 652
Anyway My Become

კომენტარები: 6 ნანახია: 608
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 9:08 AM
თქვენი IP: 18.191.125.109
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024