Full moon - 12 ნოემბერში 2013 - ❤❤❤TeenWorld❤❤❤



Teenworld.my1.ru


მენიუ
კატეგორიები
News
ვარსკვლავები
ფილმები
Book
ფოტოები
Fashion ♥
საინტერესო
ჩემი შემოქმედება
კონკურსი
ბიოგრაფიები
სტატუსები
ჩანახატები
სიმღერები ♪
ანიმაციები. ☺
სხვა
for teens ♥
მინი-ჩეთი
500
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 29
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 12 » Full moon
4:36 PM
Full moon


დედამიწის გარშემო მოძრაობისას მთვარე ხანდახან ჩვენსა და მზეს შორის გაივლის და უჩინარდება, რადგან მზით განათებული მისი ნახევარსფერო ჩვენთვის უხილავ ,,მიღმა” მხარეს ექცევა. ეს ახალმთვარობაა.
ერთ კვირაში მთვარე მეოთხედ ორბიტას გაივლის. ამ დროს მზე ჩვენგან ხილული მისი ზედაპირის ნახევარს გაანათებს და მთვარე ნახევარწრედ ჩანს (პირვილი მეოთხედი). კიდევ ერთი კვირის შემდეგ იგი ჩვენგან მზის საპირისპირო მხარეს გადაინაცვლებს და სრულ დისკოდ იქცევა (სავსე მთვარეობა). შემდეგ მთვარე მილევას იწყებს: ერთ კვირაში კვლავ ნახევარ დისკოდ ჩანს (უკანასკნელი მეოთხედი), კიდევ ერთ კვირაში კი ისევ ახალმთვარეობა მეორდება.

_______________________________________________________________________________________


რამდენიმე ფაქტი:

1. მთვარე ზუსტად ავსებს წყნარ ოკეანეს.

2. როდესაც მასზე ზონდი დაეშვა, მომძვრალი დეტალებით გამოწვეული რხევები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რაც იმაზე მიუთითებს რომ მის შიგნით სიცარიელეა.

 3. მასზე დაცემული კომეტები გარკვეულ სიღრმეზე ქვევით ვერ ჩადიან.

4. დღისით,მთვარეზე ცა ჩვენი დედამიწის ცასავით ცისფერი კი არ არის,არამედ შავია…

5.დღისით მთვარეზე ძალიან ცხელა,ღამე კი ძალიან ცივა.

6. ნასა აპირებს მთვარის დაბომბვას ისე,რომ წარმოიქმნას კრატერები…წყალს ეძებენ.

7. მთვარე დედამიწისკენ მუდმივად მოქცეულია ერთიდა იგივე მხრით.მეორე მხარეს ჩვენ ვერასდროს ვხედავთ.

8. მთვარიდან გაქრა საბჭოთა კავშირის დროინდენი მთვარემავალი "ლუნოხოდ 1″.ის ამ დრომდე გამოიყენებოდა მთვარის ლაზერული ზონდირებისთვის.

9. მთვარე გამოსახულია 25-მდე სახელმწიფოს გერბზე და დროშაზე.

10. მთვარე დედამიწას ყოველწლიურად შორდება 39 მილიმეტრით.

11. 1979წელს გაეროს ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას,რომელიც აწესებს მთვარის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებას; რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახელმწიფოსგან პრეტენზიას მთვარეზე,რომ განახორციელოს მასზე თავისი სუვერენიტეტი….ამ ხელშეკრულებას ხელი მხოლოდ 13 ქვეყანამ მოაწერა და მათ შორის არ არის არც ერთი,რომელთაც აქვთ თავიანთი კოსმოსური პროგრამები…

12. მთვარეზე არის უნიკალური ობიექტები – მასკონები,რომლებიც გამოირჩევიან საკმაოდ მაღალი სიმკვრივით….


13. მთვარე ჰორიზონტთან ოვალური ფორმისაა და არა წრიული ისევე როგორც მზე .

14. როცა მთვარის უკანა მხარის სურათი გადაიღეს მისი ახალი კრატერები და სხვა წარმონაქმნები მონათლეს (სახელები დაარქვეს). ერთ კრატერს ქართველი მეცნიერის პროფესორ მიხეილ ვაშაკიძის სახელი უწოდეს.

 15. ამჟამად მოწინავე კოსმოსური სახემწიფოები(და არა მარტო მოწინავეები)

 გამალებით მუშაობენ პროგრამებზე,რომლებიც შეეხება მთვარიდან ჰელიუმ 3-ის მოპოვებას.

ჰელიუმ 3 ჰელიუმის არარადიოაქტიური იზოტოპია და წარმოადგენს ძალიან დიდი ენერგიის წყაროს.
მისი მციიირე რაოდენობისგან შესაძლებელია უზარმაზარი რაოდენობის ენერგიის შექმნა.მოკლედ,მომავლის საწვავია და მის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა სახელმწიფოებს შორის დიდი ხანია დაწყებულია.




სავსე მთვარე.
მთვარის ფაზა, როდესაც სხვაობა მზესა და მთვარის ეკლიპტურ გრძედებს შორის უდრის 180 გრადუსს. ეს ნიშნავს იმას, რომ მზე, დედამიწა და მთვარე მდებარეობენ ერთ ხაზზე. ამ დროს დედამიწიდან დაკვირვებით მთვარე განათებულია მზით და ჩანს მრგვალი, ანუ სავსე.
სავსე მთვარე ტრადიციულად დაკავშირებულია დროებით უძილობასთან, სხვადასხვა აშლილობასთან (მთვარეული) და ,,მაგიურ ფენომენებთან”. ფხიქოლოგების აზრით მთვარის გავლენა ადამიანზე ჯერ კიდევ არაა საკმარისად შესწავლილი. ცნობილია, რომ სავსე მთვარე ზოგზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს, ზოგზე კი ნეგატიურს. ექიმმა Timo Partonen-მა გამოაქვეყნა შრომა 1400 სუიციდის შესახებ და აღმოჩნდა, რომ სავსე მთვარის დროს ადამიანს განსაკუთრებულად აქვს მიდრეკილება საკუთარი სიცოცხლის ხელყოფისაკენ.
დღესასწაულები:
ნეოპაგანები აღნიშნავენ ყოველთვიურ რიტუალს სავსე მთვარის დროს. ბევრი ებრაული დღესასწაული აღინიშნება სწორედ სავსემთვარეობისას. ევროპისა და აზიის სვადასხვა ქვეყნებში ეწყობა დღესასწაული სახელწოდებით: სავსე მთვარის ფართი.
არსებობს მთვარის კალენდარიც. ინდური, ტაილანდური, ებრაული, ისლამური, ტიბეტური, ნეო-პაგანური,კელტური და ჩიმური ტრადიციული კალენდრები დაფუძნებულია მთვარის ფაზებზე. არცერთი ამ კალენდრებიდან რა თქმა უნდა თვეს არ იწყებს სავსე მთვარით. ჩინურ, ებრაულ, ტაილანდურ და რამოდენიმე ინდურ კალენდარში სავსე მთვარე თვის ბოლოს ემთხვევა.
სავსე მთვარეს, თვეების მიხედვით დაარქვეს სახელები.



ადამიანის ძილზე სავსე მთვარის ზემოქმედების შესახებ ახალი დასკვნა გააკეთეს ბაზელელმა მეცნიერებმა. ალბათ, ყველას ჰქონია სავსე მთვარის დროს რაღაც აუხსნელი განცდა, რომელიც დღემდე ბუნებისმეტყველებას სათანადოდ შესწავლილი არა აქვს. ადამიანს, რომელიც დაიჩივლებდა, უძილობა მჭირს სავსე მთვარის გამოო, სერიოზულად არ უყურებდნენ. მაგრამ ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნით, მთვარის ციკლსა და ადამიანის ძილის ხარისხს ურთიერკავშირი აქვთ. ლაპარაკია შინაგანი საათის არსებობაზე, რომელიც მთვარის ფაზების მიხედვით მუშაობს და ადამიანის ძილ-ღვიძილის რიტმზე ზემოქმედებს. გაკონტროლებული ლაბორატორიული დაკვირვების დროს დადგინდა, რომ სავსემთვარეობის დროს ღრმა ძილის ხანგრძლივობა მცირდება; საერთოდ, ძილიც ხანმოკლეა და მცირდება ძილის ჰორმონის, მელატონინის გამოყოფა. მაშინ როცა კარგადაა შესწავლილი დღის რიტმიკის წარმმართველი ცირკადიანული საათი, როგორც ამ კვლევის ავტორები აცხადებენ, ბნელითაა მოცული ცირკალუნარული საათი, რომელიც ჩვენს ძილს არეგულირებს. ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარი, ქრისტიან კაიოხენი, ამბობს, რომ ადამიანის ძილზე მთვარის ციკლი ზემოქმედებს მაშინაც, როცა მთვარეს ვერ ვხედავთ და არც კი ვიცით, რა ფაზაშია დედამიწის თანამგზავრი. კაიოხენის ცდებისა და დაკვირვების დროს გადამწყვეტი იყო სხვა ხელის შემშლელი ფაქტორების გამორიცხვა, როგორიცაა სავსე მთვარის მკვეთრი სინათლე, ასევე რწმენა, რომ სავსემთვარიანობამ შეიძლება ადამიანს ძილი დაუფრთხოს.

_____________________________________________________________________

მადლობაა რომ შემოდითთ და წაიკითხეთ............( თუ წაიკითხეთ )
არ დაგაიწდეთ დაკომენტარებაა
♥♥♥♥
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 605 | დაამატა: KetCobain | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 Ninni❤   (2013-11-12 4:47 PM) [Entry]
dzaan magaria happy

0  
1 SMILER♡   (2013-11-12 4:45 PM) [Entry]
magari siaxleeeaa
dddzzz
magari happy happy tongue tongue biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი

სტუმარი, მოხარულები ვართ რომ გვესტუმრეთ.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია
ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 9
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ტოპ მომხმარებლები

null Dark▲
null40
null60
null0


null SMILER♡
null31
null72
null3


null Ninni❤
null25
null75
null1


null KetCobain
null22
null117
null1


null Likuna_♥♥♥
null15
null39
null0


null sofi_floyd))
null13
null19
null1


null Nini_Nincho♥
null4
null6
null0


null -Marrii
null3
null5
null0

Top სიახლეები
Erika Linder

კომენტარები: 8 ნანახია: 2613
New Contest For New Year ^^ XoXo ♥

კომენტარები: 8 ნანახია: 602
Anyway My Become

კომენტარები: 7 ნანახია: 633
♥ რას ნიშნავს მეგობრობა? ♥

კომენტარები: 7 ნანახია: 1387
Gifs

კომენტარები: 6 ნანახია: 652
Anyway My Become

კომენტარები: 6 ნანახია: 608
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 7:42 AM
თქვენი IP: 3.147.79.45
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024