Guitar ♫ - 6 ოქტომბერში 2013 - ❤❤❤TeenWorld❤❤❤



Teenworld.my1.ru


მენიუ
კატეგორიები
News
ვარსკვლავები
ფილმები
Book
ფოტოები
Fashion ♥
საინტერესო
ჩემი შემოქმედება
კონკურსი
ბიოგრაფიები
სტატუსები
ჩანახატები
სიმღერები ♪
ანიმაციები. ☺
სხვა
for teens ♥
მინი-ჩეთი
500
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 29
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 6 » Guitar ♫
6:51 PM
Guitar ♫
                    

აბაა ჯერ მუსიკაა და მერეე ნახავთ ... ვიცი მოგეწონებათ ♥♥ ))







*--` | via Tumblr



















აკუსტიკური გიტარა


აკუსტიკური გიტარა კლასიკური გიტარის შემდეგ შეიქმნა კომპანია C.F. Martin-ის მიერ მე-18-ე საუკუნის მიწურულს. დღესდღეისობით, აკუსტიკური გიტარა ისევე პოპულარულია მსოფლიოში, როგორც კლასიკური გიტარა. აკუსტიკური გიტარა ძირითადად რკინის სიმებით არის აღჭურვილი და უფრო დიდი კორპუსი გააჩნია, რაც მის გამჭოლ ჟღერადობას განაპირობებს. რკინის სიმებზე დაკვრა არც ისე ადვილია როგორც ნეილონზე, ამიტომ აკუსტიკურ გიტარაზე უკრავენ ე.წ. პიკით(Pick)*. თანამედროვე მუსიკალური ინსტრუმენტების სამყაროში მაღალ ხმიან ჟღერადობაზე მოთხოვნამ განაპირობა აკუსტიკური გიტარის ელექტრომოდიფიცირება. ასეთ ტიპის გიტარა ცნობილია ელ-აკუსტიკური გიტარის სახელწოდებით. ფორმით არ განსხვავდება თავისი წინამორბედისაგან, უბრალოდ კორპუსის შიგნით ჩამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებელი თავისი ეკუალაიზერით, რომლის სპექციალურ დინამიკთან(Amplifier)* შეერთებისას ხდება ხმის საგრძნობლად მომატება. აღარაა საჭირო ხმის ხვრელთან მიკროფონის მიტანა და ა.შ. მაგრამ არა ელექტრო აკუსტიკურ გიტარასთან შედარებით ელ-აკუსტიკურ გიტარას უფრო დაბალი ხმა აქვს დინამიკთან შეუერთებლად, ამიტომაც აკუსტიკური გიტარები მაინც არ არის მოღებული ხმარებიდან.














ფაქტები გიტარაზე


ჯიმი ჰენდრიქსისსაფლავის ქვაზე სტრატოკასტერია ამოტვიფრული.

შუბერტმა(ცნობილი კომპოზიტორი-პიანისტი) ერთ-ერთი საკუთარი ნაწარმოები გიტარაზე დაწერა, რადგან ავადმყოფობდა და ლოგინიდან პიანინოს ვერ წვდებოდა.

ლეო ფენდერი, ფენდერის გიტარების კომპანიის უფროსი, საქსოფონისტი იყო.

ფენდერის პირველი გიტარა 1943 წელს, მუხისგან დამზადდა. ლეო ფენდერმა იგი საჩუქრად ლეგენდარულ ქანთრის შემსრულებელს როი აკუფს გადასცა.

1948 წელს ლეს პოლი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ხელი მოიტეხა. მან ექიმებს სთხოვა თაბაშირი ისე გაეკეთებინათ, რომ ხელის მოხრის კუთხე გიტარის დაკვრის დროს არსებულს დამთხვეოდა.

1950 წელს, ლეო ფენდერმა გიტარის ტარის სიმყარის გამოცდის ახალი ტესტი გამოიგონა. ის ტარს ორ სკამს შორის ამაგრებდა და შემდეგ ტარზე დგებოდა.

გიბსონის ელექტრო გიტარის პირველი სერიული ნომერი 1952 – ია. 1952 წლამდე გიბსონის გიტარებს სერიული ნომრები არ ჰქონდა.

1963 წლამდე გიბსონის ყიდვას თუ მოინდომებდით მხოლოდ შავს, თეთრს ან ოქროსფერ გიტარას შეიძენდით. ფართო არჩევანი ფერებში 1963 წლიდან გაჩნდა.

ფენდერის ცნობილი ელექტრო გიტარის ტელეკასტერის პირველი სახელწოდება ბროუდკასტერი იყო, მაგრამ სახელი გადაერქვა, რადგან დასარტყამ ინსტრუმენტს ერქვა იგივე. ამ სკანდალის პერიოდში ფენდერმა გამოუშვა უსახელო გიტარები სახელწოდებით ნოუკასტერ(NoCaster) რომლებიც დღესდღეისობით მხოლოდ კოლექციონერებთან ინახება სიმცირის გამო.

გიტარის ფანატმა კრის ბლეკმა ლონდონში 2001 წელს საკუთარ სტრატოკასტერზე იქორწინა.

ყველაზე დიდი თანხა გიტარაში მსოფლიოს მასშტაბით გადაიხადეს კრისტის აუქციონზე 2004 წელს ერიკ კლაპტონის ცნობილ შავ სტრატოკასტერში. თანხა – 959, 500 დოლარი.

ლეო ფენდერი გიტარების დასამზადებლად იფანის ხის მასალის მაგივრად, იშვიათი თხმელის ხის მასალას იყენებდა, რომელიც მხოლოდ აშშ-ში, ორეგონის შტატში დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრზე იზრდება.

მსოფლიოში ყველაზე პატარა გიტარა სიგრძეში 10 მიკრომეტრია 50 ნანომეტრის სისქის სიმებით.

ფენდერი ყოველდღიურად დაახლოებით 90,000 სიმს ამზადებს რაც ყოველწლიურად 20,000 მილს უდრის, რაც საკმარისია დედამიწის გარშემო შემოსახვევად.















მსოფლიოს 100 საუკეთესო გიტარისტი

ეს არის მსოფლიოს საუკეთესო 100 გიტარისტის ჩამონათვალი, რომელიც ჟურნალმა "Rollind Stones”-მა გამოაქვეყნა 2003 წელს. მე პირადად, გარკვეულ ცვლილებებს შევიტანდი, რადგან არც ჯო სატრიანი და არც სტივი ვაი სიაში არ მოხვედრილად და დევიდ გილმორი 50 გიტარისტშიც ვერ შევიდა. მაგრამ მაინც კარგი ჩამონათვალია…


ნელ-ნელა შეძლებისდაგვარად შემოგთავაზებთ ამ გიტარისტებისაგაბ გამორჩულთა ბიოგრაფიებსა და სხვა საინტერესო ამბებს მათზე.(ჯიმი ჰენდრიქსი უკვე არის ჩემს ბლოგზე)

1)ჯიმი ჰენდრიქსი(Jimi Hendrix)

2)დუეინ ოლმანი(Duane Allman)-Best Record:”Statesboro Blues,” At Fillmore East (1971)

3)ბი.ბი. კინგი(B.B. King)-Best Record:”Sweet Sixteen, Pts. 1-2,” Classic Masters (2002)

4)ერიკ კლაპტონი(Eric Clapton)-Best Record:”Cream, "Crossroads,” Wheels of Fire (1968)

5)რობერტ ჯონსონი(Rovert Johnson)-Best Record:”Hell Hound on My Trail,” Robert Johnson: The Complete Recordings (1990)

6)ჩაკ ბერი(Chuck Berry)-Best Record:”Johnny B. Goode,” The Chess Box (1988)

7)სტივი რეი ვოგანი(Stevie Ray Vaughn)-Best Record:”Texas Flood,” Texas Flood (1983)

8)რაი კუდერი(Ry Cooder)-Best Record:”Memo From Turner,” Performance soundtrack (1970)

9)ჯიმი პეიჯი(Jimmy Page of Led Zeppelin)-Best Record:”Stairway to Heaven,” Led Zeppelin IV (1971)

10)კეიტ რიჩარდსი(Keith Richards of Rolling Stones)-Best Record:”Happy,” Exile on Main St. (1972)

11)კირკ ჰემეტი(Metallica)

12)კურტ კობეინი(Nirvana)

13)ჯერი გარსია(Greatful Dead)

14)ჯეფ ბეკი

15)კარლოს სანტანა

16)ჯონი რამონი

17)ჯეკ უაიტი(White Stripes)

18)ჯონ ფრუშიანტე

19)რიჩარდ ტომპსონი

20)ჯეიმს ბარტონი

21)ჯორჯ ჰარისონი

22)მაიკ ბლუმფილდი

23)უორენ ჰეინსი

24)ედჯი(U2)

25)ფრედი კინგი

26)ტომ მორელო(Audioslave)

27)მარკ კნოპფლერი(Dire Straits)

28)სტეფან სტილსი

29)რონ ეშტონი

30)ბადი გაი

31)დიკ დეილი

32)ჯონ კიპოლინა(Quicksilver Massanger Service)

33-34)ტარსტონ მური და ლი რონალდო(Sonic Youth)

35)ჯონ ფეი

36)სტივ კოპერი(Booker T.)

37)ბო დიდლი

38)პიტერ გრინი(Fleetwon Mac)

39)ბრაიან მეი(Queen)

40)ჯონ ფოერტი(Creedence Clearwater Revival)

41)კლარენს უაიტი(Byrds)

42)რობერტ ფრიპი(King Crimson)

43)ედი ჰაზელი(Funkadelic)

44)სკოტი მური

45)ფრენკ ზაპა

46)ლეს პოლი

47)ტი-ბოუნ უოკერი

48)ჯო პერი(Aerosmith)

49)ჯონ მაკლაფლინი

50)პიტ ტაუნშენდი

51)პოლ კოსოვი(Free)

52)ლუ რიდი

53)მიკი ბეიკერი

54)ჯორმა კოკონენი(Jefferson Airplane)

55)რიჩი ბლეკმორი(Deep Purple)

56)ტომ ვარლაინი(Television)

57)როი ბაქანანი

58)დიკი ბეტსი(Allman Brothers Band)

59-60)ედ ო’ბრაიანი და ჯონი გრინვუდი(Radiohead)

61)აიკ ტერნერი

62)ზუტ ჰორნ როლო(Magic Band)

63)დენი გატონი

64)მიკ რონსონი

65)ჰუნერტ სამლინი

66)ვერნონ რეიდი(Living Color)

67)ლინკ ვრეი

68)ჯერი მილერი(Moby Grape)

69)სტივი ჰოუი(Yes)

70)ედი ვან ჰალენი

71)ლათნინ’ ჰოპკინსი

72)ჯონი მიტჩელ

73)ტრეი ანასტასიო(Phish)

74)ჯონი უინტერი

75)ადამ ჯონსი(Tool)

76)ალი ფარკა ტურე

77)ჰენრი ვესტინი

78)რობი რობერტსონი(Band)

79)კლიფ გალაპი(Blues Cops)

80)რობერტ ქუინი(Voidoids)

81)დერეკ ტრაკსი

82)დევიდ გილმორი(Pink Floyd)

83)ნეილ იანგი

84)ენდი კოჰრანი

85)რენდი როუდსი

86)ტომი იომი(Black Sabbath)

87)ჯონ ჯეტი

88)დეივ დევისი(Kinks)

89)დი-ბუნი(Minutemen)

90)გლენ ბაქსტონი(Alice Cooper)

91)რობი კრიგერი(The Doors)

92-93)უეინ კრამერი და ფრედ სმიტი(MC5)

94)ბერტ იანში

95)კევინ შილდსი(My Bloody Valentine)

96)ანგუს იანგი(AC/DC)

97)რობერტ რენდოლფი

98)ლეი სტეფანსი(Blue Cheer)

99)გრეგ გინი(Black Flag)

100)კიმ ტაილი(Soundgarden)












და ბოლოს
რჩევები გიტარის შეძენისას

თუ თქვენ ხართ დამწყები გიტარისტი ან უბრალოდ მოყვარულის დონეზე გნებავთ გიტარის სწავლა, ამისათვის პირველ რიგში, ისევე როგორც ნებისმიერი რამის სწავლისათვის, საჭიროა სურვილი და ნებისყოფა. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც დაგჭირდებათ გიტარის სწავლისათვის, არის თვითონ გიტარა )) მისი შერჩევა და ყიდვა კი არც თუ ისე ადვილია, ამიტომ მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ ამასთან დაკავშირებით.


რომელი გიტარაა თქვენთვის საუკეთესო? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა გადაწყვიტოთ თუ რა ჟანრის მუსიკის სწავლა გინდათ გიტარაზე.

კლასიკური გიტარა – პირველი თანამედროვე გიტარა, თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე კლასიკური, საკმაოდ რთული ნაწარმოებების შესასრულებლად არის იდეალური. ასევე გამოიენება პოპ და ჯაზზ მუსიკაშიც, მაგრამ მისი ჟღერადობა ძალიან რბილია ამ ჟანრებისათვის. ამიტომ ამ გიტარის ყიდვას გირჩევთ მარტო კლასიკური ნაწარმოებებისთვის. სხვათა შორის კლასიკური გიტარა ძალიან უხდება ქართულ ქალაქურ სიმღერებს. )

აკუსტიკური რკინის სიმებიანი გიტარა – შეიძლება ითქვას რომ ეს გიტარა უნივერსალურია ნებისმიერი ჟანრისათვსი, კლასიკურის გარდა. მასზე არც ისე რთულია დაკვრა, შეეჩვევით პიკით დაკვრასაც. დადებითი თვისებებიდან გამოსარჩევია მისი დაბალი ფასი(300-500ლარი). აკუსტიკურ გიტარას საკმაოდ მაღალი ხმა აქვს ამიტომ არ დაგჭირდებათ დამატებითი ხმის გამაძლიერებლების ყიდვა და ზედმეტი თანხები.

სრულ კორპუსიანი ელექტრო გიტარა – აღიარებული როგორც ყველაზე ადვილად დასაკრავი გიტარა. აქვს ძალიან თხელი სიმები, რაც განაპირობებს მასზე მარტივ დაკვრას. აქვს მგრძნობიარე ბგერათამრთმევები. დამწყებთათვის ყველაზე სასურველი და ასევე ხელმისაწვდომი(350-400 ლარი) ინსტრუმენტია. მხოლოდ ერთ ნაკლი აქვს: ხმის გამაძლიერებლის გარეშე მისი ყიდვა უარობაა დაბალი ხმის გამო.

ხმის გამაძიერებლის იგივე ამპლიფაიერის ფასები 100 დოლარიდან იწყება.





___________________________________________________________

ძალიან ბევრი ვიწვალეე ამიტომ დამიკომეთ... მიყვარხართ
Kate♡
კატეგორია: ჩემი შემოქმედება | ნანახია: 832 | დაამატა: KetCobain | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
0  
2 SMILER♡   (2013-11-09 2:29 PM) [Entry]
კაგრი სიახლეა ყოჩაღ

0  
1 Glamour_chill   (2013-10-29 9:32 PM) [Entry]
Dzalian kargi siaxlea yochag yvelaze metad miyvars sakravi instrumentebidan gitara biggrin biggrin biggrin biggrin heart heart heart kiss love

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი

სტუმარი, მოხარულები ვართ რომ გვესტუმრეთ.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია
ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 9
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ტოპ მომხმარებლები

null Dark▲
null40
null60
null0


null SMILER♡
null31
null72
null3


null Ninni❤
null25
null75
null1


null KetCobain
null22
null117
null1


null Likuna_♥♥♥
null15
null39
null0


null sofi_floyd))
null13
null19
null1


null Nini_Nincho♥
null4
null6
null0


null -Marrii
null3
null5
null0

Top სიახლეები
Erika Linder

კომენტარები: 8 ნანახია: 2614
New Contest For New Year ^^ XoXo ♥

კომენტარები: 8 ნანახია: 602
Anyway My Become

კომენტარები: 7 ნანახია: 633
♥ რას ნიშნავს მეგობრობა? ♥

კომენტარები: 7 ნანახია: 1387
Gifs

კომენტარები: 6 ნანახია: 652
Anyway My Become

კომენტარები: 6 ნანახია: 608
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 9:34 AM
თქვენი IP: 13.58.51.67
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024