I Lose Love...!!! - 12 აპრილში 2014 - ❤❤❤TeenWorld❤❤❤



Teenworld.my1.ru


მენიუ
კატეგორიები
News
ვარსკვლავები
ფილმები
Book
ფოტოები
Fashion ♥
საინტერესო
ჩემი შემოქმედება
კონკურსი
ბიოგრაფიები
სტატუსები
ჩანახატები
სიმღერები ♪
ანიმაციები. ☺
სხვა
for teens ♥
მინი-ჩეთი
500
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 29
მთავარი » 2014 » აპრილი » 12 » I Lose Love...!!!
7:12 PM
I Lose Love...!!!
რამოდენიმე წუთი უხმოდ ვიჯექით ორივე.ფეხები სავარძელზე მქონდა შემოწყობილი და თავი მუხლებზე მედო.იატაკს ვუყურებდი ის კი მე მიყურებდა დაჟინებით ცოტაც და გამბურღავდა ალბათ. ერთი ამოიხვნეშა და დაიწყო. 
-როგორ ხარ?-ჩუმად იკითხა.
 -მშვენივრად ჰარი-ირონიულად გავუღიმე-არ მეტყობა?ხომ კარგად გამოვიყურები?-ირონიული ტონი არ მშორდებოდა. 
თავისთვის ჩაიცინა და თქვა-მართალი ხარ სულელური შეკითხვა იყო-მხრები აიჩეჩა. 
-შენ როგორ ხარ?-ვკითხე ზრდილობისთვის. 
-შენსავით კარგად არა-ჩაიცინა,მაგრამ რომ შემომხედა სერიოზული სახე მიიღო-არც ისე კარგად-მხრები აიჩეჩა-მაკლიხარ-ჩუმად თქვა მაგრამ მე მაინც გავიგე. 
-ჰაჰ! დამცინი ჰარი?ჯერ მეუბნები შენს მიმართ არაფერს ვგრძნობო ახლა კიდე მჭირდებიო?-გამეცინა-შენ თავში ხო არ გიქრის?-ხელები ავიქნიე. 
-არა ემი,არ დაგცინი-ამომხედა-მართლა გეუბნები-წარბები შეჭმუხნა 
-კაი,ხო დაგიჯერე-მხრები ავიჩეჩე-რა გაინტერესებდა? 
-რა ვქნა,რომ დამიჯერო? დაგიჩოქო?-ჩემს კითხვას წაუყრუა. 
-ჰაჰ! დამიჩოქო-თავი ჩავხარე და ყელში მობჯენილი ბურთულა გადავყლაპე-სიყვარულიც დაჩოქილმა ამიხსენი და თურმე მომტყუე და ახლა ამას დავიჯერებ გგონია?-ხმა გამებზარა,როცა ეს ამბავი გამახსენდა.
 "-მაპატიე-ხმა გაბზარულმა მითხრა და თავი ჩახარა.-და მიყვარხარ-მითხრა და წასასვლელად შეტრიალდა.
 -რა თქვი?-თითქმის დავიჩურჩულე 
-ხო ემი,ხო. მიყვარხარ და ძალიან ვწუხვარ ასეთი ნაძირალა,რომ ვარ.ვიცი არ გჯერა,მაგრამ ეს ასეა.იცი ამას როდის მივხვდი?მაშინ.როცა მივხვდი,რომ აუცილებლად დაგკარგავდი.ვიცოდი,რომ ამ ტყუილს არ მაპატიებდი,მაგრამ მაინც არ გეუბნებოდი სიმართლეს,რადგანაც მეგონა,რომ კიდევ ცოტა ხანს არაფერი გაგახსენდებოდა და შეიძლებოდა ჩემი მექალთანეობით გული გტკენოდა,მაგრამ შენ ყველაფერი გაგახსენდა და მაინც გატკინე გული-თვალები გაუწითლდა და რამდენიმე ცრემლის ბურთულა ჩამოუგორდა თვალებიდან.
 -მართალს ამბობ?-გულში ათასი სადგისი ჩამერჭო მისი სიტყვების გაგონებისას. 
-რითი დაგიმტკიცო?-მუხლებზე დაეცა და თავი ხელებში ჩარგო."
 მოგონებები ამომიტივტივდა თავში და ცრემლების შეკავება ვერ შევძელი და უხმოდ ავტირდი.შუბლი ჩემს ფეხებს დავადე და გული ისევ ამტკივდა.ძლივს მოშუშებულ იარებზე ისევ ჩამარტყეს დანა და ისევ გამეხსნა ისინი.როგორ მჯეროდა მაშინ მისი. 
-გოგო იყო თუ ბიჭი?-დაბალი ხმით მკითხა.
 -სქესის დადგენა ვერ მოხერხდა,მხოლოდ სამი თგის ვიყავი,მაგრამ ექიმმა მითხრა რომ...-აღარ დავამთავრე,მაგრამ ჰარი რისი ჰარია თუ არ ჩაგაჯინდა.
 -რომ,რა?-მკითხა და თავი ჩახარა.
 -რომ...რომ ტყუპები იყვნენ-ჩუმად ვთქვი.თავი ზემოთ არ ამომიწევია. 
-თავს რატომ არ მოუფრთხილდი?-მკითხა და ხმა გაებზარა. 
-ვერ მოვუფრთხილდი,არ მოვუფრთხილდი კი არა,საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი არავინ არ მინდოდა შენს გარდა,შენ კი სანაძლეოს ნაწილი გამხადე და სათამაშოსავით მიმაგდე.-ცრემლიანი თვალებით ავხედე. 
-გეყოფა ემი,გთხოვ გეყოფა-დაიჩურჩულა და თავი გაიქნია-ამ სანაძლეოს სულ სახეში ნუ მესვრი,გთხოვ-ამომხედა-გგონია მე არ ვნანობ? გგონია მე არ მძულს ჩემი თავი იმისთვის,რომ ეს გაგიკეთე? გგონია მე არ მტკივა გული მუცელი,რომ მოგეშალა? ან იმაზე არ მტკივა გული,რომ ამას ყველასთან ერთად ვგებულობ და არა ცალკე?-ცრემლი გადმოუვარდა,მაგრამ მან სწრაფადვე მოიშორა ის. 
-შენ ბავშვზე უარი თქვი ჰარი და ამიტომ არ ჩავთვალე თავი ვალდებულად შენთვის რამე მეთქვა-ჩუმად ვთქვი და მის პასუხს დაველოდე. 
-მე ბავშვზე უარი არასოდეს არ მითქვამს-თავი გაიქნია. 
-კი,მართალია ჩემთვის არ გითქვამს,მაგრამ იმ ვიღაცას რომ ელაპარაკებოდი ტელეფონზე იმას ხომ უთხარი-ესეც პირში მივახალე. 
მას ხმა არ ამოუღია,თავი ჩახარა.მე კი წამოვდექი და სამზარეულოში გავედი.ჭიქის ნამსხვრევების აკრეფა დავიწყე და ნაგავში გადავყარე,შემდეგ კი დაქცეული წყალიც მოვწმინდე.ეს ყველაფერი,რომ არ გამეკეთებინა და კეიტი,რომ შემოვიდოდა დარწმუნებული ვარ ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი.შემდეგ კი ისევ მისაღებში გავედი,მაგრამ ამჯერად ჰარის პირდაპირ არ დავმჯდარვარ.მასთან ერთად დავჯექი დივანზე,ოღონდ კარგი მანძილის დაშოერებით.ფეხები გადავაჯვარედინე და ახლა ისე დავჯექი.
 გამახსენდა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე აქ,რომ ვიწექით ორივე-მე მის ფეხებს შორის ის კი ზურგზე მეკვროდა და მაგრად ვყავდი ჩახუტებული-და ფილმს რომ ვუყურებდით. 
ღმერთო! როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ და რას ვიფიქრებდი,თუ რამდენიმე თვეში ასე გავნადგურდებოდი. 
ფიქრებიდან გამოვერკვიე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე,რომ ცრემლები მომდიოდა და ჰარი ჩემს გვერდით იჯდა. 
-მაპატიე,ემი გთხოვ მაპატიე,მართლა არ მეგონა თუ შეგიყვარდებოდი,უბრალოდ მეგონა შენც ერთობოდი ჩემთან,მაგრამ შევცდი და ამას ახლა მივხვდი.მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო და ასე მეტკინა შენთვის გული.ვიცი ყველაფერი ჩემი ბრალია,ვიცი რომ ჩემი ბრალია ასე უბედური,რომ ხარ,ბავშვები რომ დაკარგე და ამას რომ დაემსგავსე რაც ახლა ხარ.ჩემი ბრალია და ამას მთელი გულით ვნანობ.პირველი გოგო ხარ,რომლის წინაშეც ვტირი,პირველი ხარ ვის წინაშედაც ბოდიშს ვიხდი და პირველი ხარ ვინც ასე ძალიან მჭირდება.ამ სამი თვის განმავლობაში მივხვდი,რომ მე შენს გარეშე არაფერი არ ვარ.პირველი თვე ვერაფერს ვერ ვამჩნევდი და ცხოვრებას ვაგრძელებდი,მაგრამ მეორე თვეს უკვე საშინლად დამაკლდი და მესამე თვეს სულ გიჟს დავემსგავსე სახლიდან არ გამოვდიოდი და არც მე ვჭამდი.ჩემს თავს ვადანაშაულებდი ყველაფერში და ასეც იყო,ჩემს გამო გადაიჭერი ვენები და ჩემს გამო ხარ ახლა ასე განადგურებული.ყველაფერი ჩემი ბრალია და გთხოვ მაპატიე,და გთხოვ შემომხედე,თვალებში შემომხედე,რომ დარწმუნდე რომ ყველაფერს გულით ვნანობ-ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი შემატრიალებინა,ცრემლები მოდიოდა როგორც მე,მწვანე თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდნენ და მასში ტკივილი და სევდა აღბეჭვდოდა.-ეს უბრალო სიტყვები არაა ემი,ყველაფერს მართლა გულით ვნანობ და მართლა ძალიან ვწუხვარ.პირველი გოგო ხარ,პირველი რომელსაც ამდენ პატიებას ვთხოვ-თავისთვის ჩაილაპარაკა. 
მე კი ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა და არ ჩერდებოდა,მან შემომხედა და სასწრაფოდ წამოდგა ჩემს ოთახში შევიდა და თვალის წამლით ხელში დაბრუნდა,ხელი სახეზე მოვისვი და სისხლი შევამჩნიე. 
ჩემთან ახლოს მოვიდა და თავი გადამაწევინა თვალები გამიღო და რამდენიმე წვეთი ჩამიწვეთა.საშინლად ამეწვა,მაგრამ კივილისგან თავი შევიკავე.
ჩემს წინ იყო ჩამუხლული(ჩაკუნცხული რაა :დ) და მაკვირდებოდა.ჩემსკენ მოიწია და კოცნა უნდოდა,როცა თავი შევატრიალე და ქვევით დავიხედე.ამოიოხრა და ისევ გვერდით მომიჯდა. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია უბრალოდ ვიჯექით.
ასე ჯდომაში კი ჩამეძინა და მგონი ჰარის კალთაში დავვარდი,მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ძილი გავაგრძელე.

დააკომენტარეთ :*

კატეგორია: Book | ნანახია: 556 | დაამატა: Dark▲ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 ljamburidze   (2015-04-27 4:39 PM) [Entry]
admin please ra am motxrobis tavebi wesierad damilage ra biggrin zog tavze imdeni vitire rom chasiebuli mak tvalebi cry cry cry cry cry cry cry cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი

სტუმარი, მოხარულები ვართ რომ გვესტუმრეთ.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია
ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 9
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ტოპ მომხმარებლები

null Dark▲
null40
null60
null0


null SMILER♡
null31
null72
null3


null Ninni❤
null25
null75
null1


null KetCobain
null22
null117
null1


null Likuna_♥♥♥
null15
null39
null0


null sofi_floyd))
null13
null19
null1


null Nini_Nincho♥
null4
null6
null0


null -Marrii
null3
null5
null0

Top სიახლეები
Erika Linder

კომენტარები: 8 ნანახია: 2614
New Contest For New Year ^^ XoXo ♥

კომენტარები: 8 ნანახია: 602
Anyway My Become

კომენტარები: 7 ნანახია: 633
♥ რას ნიშნავს მეგობრობა? ♥

კომენტარები: 7 ნანახია: 1387
Gifs

კომენტარები: 6 ნანახია: 652
Anyway My Become

კომენტარები: 6 ნანახია: 608
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 9:08 AM
თქვენი IP: 18.191.125.109
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024