ნია , სანდრო - 7 აპრილში 2014 - ❤❤❤TeenWorld❤❤❤



Teenworld.my1.ru


მენიუ
კატეგორიები
News
ვარსკვლავები
ფილმები
Book
ფოტოები
Fashion ♥
საინტერესო
ჩემი შემოქმედება
კონკურსი
ბიოგრაფიები
სტატუსები
ჩანახატები
სიმღერები ♪
ანიმაციები. ☺
სხვა
for teens ♥
მინი-ჩეთი
500
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 29
მთავარი » 2014 » აპრილი » 7 » ნია , სანდრო
7:52 PM
ნია , სანდრო

სიხარულით რომ გული არ გამისკდა ალბათ იმიტომ რომ ღმერთს ვუყვარდი ძალიან და სიკვდილისთვის არ გავემეტე.
აი ასეთია სანდრო დანელია.
მოულოდნელი და ყველაფრით სავსე.
იქედან რო დაბრუნდა ულამაზესი კაბა ჩამომიტანა. 
მეტი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე მართლაო.
არადა მის ადგილას სხვა დარწმუნებული ვარ სუნამოს ჩამომიტანდა.
კიდე კარგი სხვა რო არ იყო მის ადგილას.
მართლა ძალიან ლამაზი იყო.
ულამაზესი.

* * * 
ჩეხებთან თამაშის გამო შვეიცარიიდან მოწვევა მოუვიდა…
თუ არ წავიდოდა კარიერასაც უნდა დამშვიდობებოდა…
რომ წასულიყო, ნიას.

ამ 4მა თვემ იმდენი რაღაც შეუცვალა, რომ თუ აქამდე კარიერის გამო ყველაფერს დათმობდა, ახლა ხვდებოდა რომ ნია არ ეთმობოდა….
ხვდებოდა რომ უკან უნდა დაეხია…
უკან კიდე ვერ დაიხევდა…
ან დაიხევდა…
ან-ვერა!..

* * * 
,,sandro shemirigdi!”
,,shemeshvi”
,,ar iko chemi brali”
,,:) shemeshvi”

დემეს ამბებში გაბრაზდა…
არა კი არ გაბრაზდა კინაღამ ორივე დაგვახრჩო…
ხო აი ესე…
კინაღამ…
მაგრამ კინაღამ ხომ არ ითვლება…

უნდა შემერიგებინა.
ის უნდა გამეკეთებინა რაც არასდროს არ გამიკეთებია. 
მის გუნდელებთან ერთად მივედი ეზოში, მისი ზედა მეცვა 
DANELIA.
ეზოში ვიდექი და ბოლო ხმაზე ვუმღეროდი…
ბიჭებიც მეშველებოდნენ ხოლმე…
შემოდგომა მთავრდებოდა და სიცივე იყო.
სადარბაზოდან შორტებით და კაპიშონიანი ზედით გამოვიდა სანდრო და ალბათ ის ჩახუტება მეჩვენა საუკეთესოდ.
ხოდა აი ასე შემოვირიგე…
თურმე შეუძლებელი არაფერი არ ყოფილა…

* * *
-ნახე ნი, რა გემოვნებიანი ვარ? 
შევათვალიერე რომ ახალი შენაძენი შემეფასებინა.
ახალი არაფერი ეცვა.
-იყიდე რამე?
-კი.
-რატო არ გაცვია?
-მებრალება -გაეცინა.
-სახლში გაქვს?
-არა.
-აბა?
-სარკეში შეიხედე.
თვითონ უცბათ გვერდით გაიწია.
სარკეში რა თქმა უნდა მარტო მე ვჩანდი.
პირველად მაშინ ვაკოცე.
ალბათ იმიტომ რომ თავი საუკეთესოდ ვიგრძენი!

* * * 
რესტორანში ვიყავით.
ელენეს დაბადების დღეზე.
ისე არსად არ დამყვებოდა მაგრამ იქ დემეც უნდა ყოფილიყო.
არც ელენეს არ უნდოდა მაგრამ მისი ძმის პონტში…
ხოდა სანდრომ მეც მოვდივარო და წამომყვა.
საპირფარეშოში გავიდა…
მობილური მაგიდაზე დატოვა…
მანამდე რო ვიღაცას წერდა შევამჩნიე მაგრამ ცხვირი არ ჩამიყია, მეც ვწერდი ეგრე ანჩის…
ესემესი მოუვიდა…
ჯანდაბა თვალი გამეპარა.
FROM WIFE (თვალები უშავდება)
Miss you (ფერები ეცვლება)
ადგა და უსიტყვოდ წავიდა.
არც მოსაცმელი აუღია.
არც თავისი მობილური…
არაფერი.
ადგა და წავიდა…
მთელი კორპუსი გაეყინა…
ანჩი გაეკიდა…
იცოდა რასაც ნიშნავდა ნიას ასე წასვლა…
ვერც ანჩიმ გააჩერა…
არადა სად მიდიოდა თვითონაც არ იცოდა…
სანდრო რო დაბრუნდა და ნია იქ არ დახვდა, ეგონა საპირფარეშოშიაო, მოსაცმელი და მობილური ხო იქ იდო…
ელოდებოდა…
მერე ვიღაცამ კითხა ნია სად წავიდაო…
ნია წავიდაო?…
მგონი სახლშიო.
მობილურს უბრალოდ…
მექანიკურად დახედა და…
თვალები ჩაუქრა…
არ მორიდებია
,,აუ რა შტერია, ამის დედაც ********“
დემემ ნუ იგინებიო
ნერვებმოშლილმა ერთი ისეთი ხია, ხელი თვითონაც ეტკინა.
დემე გადაირია.
სანდრომ ხელი არ წამაკარო თორე იცი რაც მოგივაო.
მშვიდად უთხრა და გასასვლელისკენ წავიდა.
დემემ უკან რატო დაიხია ვერავინ ვერ მიხვდა.
ასე უბრალოდ არავის უშინდებოდა.
სანდრო სწრაფად ჩარბოდა.
დაინახა როგორ მირბოდა ორი სხეული.
დაიყვირა ნიაო, მაგრამ ნიას არ გამოუხედავს.
ისე სწრაფად გაიქცა, მალევე დაეწია…
ანჩი რომ გაარჩია დაუძახა გაჩერდიო და ანჩიც გაჩერდა
ვიცი რაც ჭირს და მე დავამშვიდებო, თვალი ჩაუკრა.
ანჩი წავიდა. 
-ნია ხო იცი არა რო ფეხბურთელი ვარ, დაგეწევი და ნუღარ იღლები!
ნია არ გაჩერებულა.
-ნი, კაი რაა, ვიცი რატომაც გამოიქცეოდი.
მაინც არ გაჩერებულა, სანდრო უკვე ახლოს იყო და მალე თვითონ გააჩერა.
მობილურში ესემესი ანახა და გაეცინა.
მერე კიდევ სანამ რამეს ეტყოდა, კონტაქტებში რამდენიმე ნომერი აჩვენა
WIFE (berlin)
WIFE (swedan)
WIFE (unknown)
-ესენი რეებია? -გაცოფდა ნია.
-შენი აზრით სხვა ქვეყანაში რომ მივდივარ თუ კლუბმა არ მიყიდა და იქ დარჩენა მინდა როგორ შემიძლია რო დავრჩე?
-და ყველგან ცოლები მოგყავს? -სახე დაემანჭა ნიას 
-ამათ გამო ფულს ვიხდი
-და რომ ენატრები? -სანამ პასუხის გაცემას დააცდიდა ისევ წავიდა.
სანდრომ ისევ მოატრიალა
-შენ არ მოგენატრებოდი? 
ახლოს მივიდა…
ნიას დაცხა…
სისხლი აუდუღდა…
-უნამუსო ბიჭი ხარ…

ესეც ცოლების ამბავი.

* * *
პეპეს ერთი გოგო ჩავარდნია გულში…
თავს იკლავდა და არავის არ ეუბნებოდა…
დამცინებთ თქვენ ეგ როგორ ვერ დაკერეო…
მერე რა გავიგეთ?! 
ანჩი შეყვარებია.
არაფერი…
ანჩისაც მოწონდა მაგრამ პეპემ ეგ რა იცოდა.

ეგენი არაფერს არ შვრებოდნენ.
ჩვენ უფრო სხვანაირები ვიყავით.
-ნი, შენ რომ დიდი გაიზრდები იცი ვინ უნდა გამოხვიდე?
-კი, დიზაინერი.
-ეე, არა ტოო, ჩემი ცოლი უნდა გამოხვიდე.
-და შენ ვინ უნდა გამოხვიდე?
-აუ უნარები როგორ ჩააბარე მაგრად მაინტრესებს, -გაეღიმა -იასნად შენი ქმარი.

* * * 
-აქ იჯდები და ჩემ სახელს იყვირებ რო მივხვდე რო საუკეთესო ვარ!
-ეგ ხო ისედაც იცი?! 
-შენგან მინდა რო გავიგო! 
თითი დამიქნია და სტადიონს დაუბრუნდა. მე ვიჯექი მწვრთნელის გვერდით და ნერვებს ვუშლიდი. 
ყოველ ორ წამში ველაპარაკებოდი და ისიც მეხვეწებოდა, შემეშვი ისედაც ვნერვიულობო, მერე ჩემმა ტალღამ მასაც გადაურა და არც ის აღარ გაჩერებულა.
სანდროს წითელი ბარათი მისცეს. 
ასეთი სანდრო არსად მენახა.
რაც თუ დედამიწას სალანძღავი სიტყვა მოეპოვებოდა ერთბაშად დაცალა.
თვალები ჩასისხლიანებული ქონდა.
აღარც ჩემი თავი ქონდა…
გასახდელში შევიდა…
ვერ გავყევი…
მერე დამიძახეს სანდრო გეძახისო…
შევედი…
ხმა არ ამოუღია…
არც მე…
ჩემ წინ იჯდა. თავი რკინის თაროზე ქონდა მიდებული და თვალებით სად იყურებოდა არავინ არ იცის.

-ცოლად გამომყვები?
ჩახლეჩილი ხმით მკითხა…
მაგრამ რა დროს ხმაა…
რა მკითხა!..
აზრზე ვერ მოვედი..
როგორ შეიძლება წარმოიდგინო, როგორ სხვანაირად ხელის თხოვნა.
რომანტიულ გარემოში… 
ზღვის პირას…
არ ვიცი, ან რესტორანში ან სადმე სხვაგან…
გასახდელში კი ალბათ ნაკლებად…
და მაშინ როცა ერთმანეთისთვის ისიც არ გვითქვამს რომ გვიყვარს…
ეს ნორმალურია?
ნორმალურია ეს შეკითხვა? 
ეს სურვილი?
ხმა არ ამომიღია.
-ნი, გამომყვები?
მინდოდა ყურები მოეჭრათ, რომ ეს არ გამეგონა…
ხმას ვერ ვიღებდი…
არ შემეძლო.
-გამომყვები? 
გაეღიმა…
იმედგაცრუებისგან და სიმწრისგან გაეღიმა…
ისევ არაფერი მითქვამს.
-ნია მისმენ? 
მუხლებს დაეყრდნო და წარბები დაუნაღვლიანდა.
-სანდრო ვერა…
ძლივს ამომყვა ეს ორი სიტყვა მუცლიდან…
მეტის ძალა აღარ მქონდა.
სანდრო წამოდგა და მის სპორტულ ჩანთაში ტანსაცმელი ჩაყარა. გასვლის წინ მუშტი რკინის უჯრას მიარტყა მაგრამ სანამ გავიდოდა გაჩერდა. მოტრიალდა და შუბლზე მაკოცა
მთლიანი კორპუსი შემერყა.
,,შუბლზე ხომ ანგელოზებს კოცნიან“ მაგრამ ანგელოზი ხომ ასე არ იქცევა, ანუ დებილი ვარ.
დიახაც ვარ, ვიყავი და ვიქნები კიდევაც.
ხოდა აი დებილი რომ ვარ იმიტომაც მაკოცა შუბლზე…
მაგრამ დასრულებაც არ მაცალა…
ისე გადამჭრელად არ ვამბობდი… 
რაღაც უნდა მეთქვა…
მაგრამ გატყუებთ…
მეც და თქვენც ვიცით რომ არაფერიც არ უნდა მეთქვა…
ვთქვი და მორჩა…
მაშინ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს წასვლა… 
თურმე წავიდა და წავიდა…
პეპესაც აუღია წითელი ბარათი. გასახდელიდან გამოვდიოდი პეპე რო შემეფეთა.
-სანდრო სად არი?
-პეპე უარი ვუთხარი.
-რა? 
-უარი ვუთხარი.
ეწყინა.
-აუ ხო იცი არა ნია?! კაროჩე რა…
არ გამოუცვლია ისე გავარდა უკან…
აღარაფრის თავი არ მქონდა…
სახლში წამოვედი…

* * * 
,,ეგ თუ ჩემი ცოლი არ გახდება საქართველოში ფეხის ჩამომდგმელი აღარ ვარ“

ამერიკანოში ვისხედით მე და ანჩი და ამ ამბებს ვუყვებოდი, თან მეტირებოდა…
მეგონა ყველაფერი ისევ დალაგდებოდა და ძველებურად იქნებოდა…
მეგონა რომ არაფერს არ ნიშნავდა ის უარი…
ან კიდევ რატომ მეგონა…
ბიჭმა ეს 5 თვე ისე შეცვალა რო ვერც კი ვიფიქრებდი…
მეც ხო ვიცოდი არა რო ჭკუა მეკეტებოდა…
ხომ ვიცოდი რომ სანდრო უკვე ჩემ ყველა განზომილებაში მთლლიადან ეტეოდა  მაგრამ რა…
არაფერი…
დებილი ვიყავი…
მაგრამ უკვე ვიცოდი რომ შვეიცარიაში მიფრინავდა და ერთი წამითაც კი,
სულ წამის მეასედითაც არ მიფიქრია რომ დამერეკა და ლაპარაკი მეთხოვა.
ალბათ მეგონა რომ დაბრუნდებოდა, ან კიდევ არ წავიდოდა…
აი რატომ ვიყავი დებილი…
ასეთებს მხოლოდ დებილები ფიქრობენ…
და ყველაფრის შემდეგ მხოლოდ დებილები არ ურეკავენ…
ანჩის ეჩქარებოდა.
ანგარიში გადავიხადეთ წამოვედით.

* * * 
მეორე დღეს დილით პეპემ დამირეკა რაღაც საქმე მაქვს ამერიკანოში გამოდიო.
ცოტა ხანი ველოდე, მერე ისევ დამირეკა კაი გარეთ გამოდიო და გარეთ რო გავედი მობილურშივე გააგრძელა
-ძაან მიქარე… არა, შენც ხო იცი რო ძააან მიქარე, მაგრამ აი პროსტა… სანდროზე მაგარს, იცოდე რო ამ ცხოვრებაში ვეღარ შეხვდები
-პეპე  ჩემი ბრალი არ
-დამამთავრებინე. სანდრომ, აი ყველაზე დიდი მადლობაო რო ასეთი მაგარი 5 თვე მაჩუქაო, არც კი ვიცი მადლობა როგორ გადავუხადოო, ისიც ვიცი როგორ გამიჭირდებაო, პროსტაო, მე მანდ ჩამომსვლელი აღარ ვარო. არა ნი, ხო იცი არა მაგრად რო დააშავე?! აი რო არ გყვარებოდა ბაზარი არ არი, მაგრამ მაგრად რო გიყვარდა, პროსტა საკუთარი თავი მაინც როგორ არ შეგეცოდა… სანდრომ აი რავიციო რაა, ეგეთი გოგო მე არავინ შემხვედრიაო და გადაეცი მერე რო ტვინი არ იმტვრიოსო, ნია სანდრო და ამერიკანოო…
-რა?
-რა და ეგ სამი რაღაც დაიმახსოვრე და იცოდე რაა, რო თან დაკარგე და თან საბოლოოდ ჩაიბეჭდე შენ თავში სანდრო, პროსტა მაინც იცოდე რაა რო თქვენი ამბავი ზეცაშია დაწერილი და შენ კიდე რო იცოდე სუ სანდროს გოგოს დაგიძახებენ და სუ ფრთების გარეშე ივლი.
იცი რატო? ეგეც იცი და აღარ გეტყვი…
ხოდა ეგეც მაგისი მადლობა და საჩუქარი.
ნელა გაჩერდა…
ვერცხლისფერი…
X5…
მობილური ხელიდან გამივარდა…
პეპე გადმოვიდა…
ხელში გასაღები მომცა და შუბლზე მაკოცა
,,სანდროსნაირი ვერ არი მაგრამ სანდრომ გადმოგცა…“
მიდიოდა და გაახსენდა
,,ხო და იცოდე, შუბლზე ანგელოზებს კოცნიან“
სკამზე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი…
თვალი გამექცა
NSA-444.
ნია, სანდრო და ამერიკანო.
ოთხი მისი ნომერი იყო.
მე რო მაჩუქა ის ზედაც 4 ნომერი იყო.
პეპეს დავუძახე, არ გამომხედა…
ავდექი და 
გული წამივიდა…

* * * 
სანდრო ბიჭი იყო?! ეგეთები რომ მარტო ისტორიებში არიან და მაგისნაირები რო დედამიწაზე ვერ დადიან.

* * * 
მშვენიერი დასასრული იქნებოდა არა?! 
ვერცხლისფერი ბე ემ ვე, პეპეს სიტყვები, გულის წასვლა, ინტრიგა, უსაზღვრო მადლობა, საკუთარი ფიქრები…
მაგრამ სინამდვილე?
ნამუსი?
პასუხი?
რა შეიძლება რომ ადამიანმა ამის შემდეგ გააკეთოს…
ნუთუ ყველა ადამიანი ამოაფარებს საკუთარ ფიქრებს იმ აზრს რომ არც ერთი ზარი და არც ერთი სიტყვა არ განხორციელდებოდა…
ეს ხომ ასე არ ხდება…
სინამდვილე ხომ სხვანაირია…
უმადურობა ხომ ამ შემთხვევაში პირველ ადგილას იქნებოდა…
თანაც მაშინ როცა ვგიჟდებოდი მასზე…
რატომ ვთმობდი?
რა მიშლიდა ხელს…

გონს რომ მოვედი თავზე პეპე მედგა და რაღაცებს მელაპარაკებოდა…
წყალი დავლიე, ავდექი, გასაღები უკან დავუბრუნე და წამოვედი.
გამომყვა.
შანსი არ არიო, შენიაო, მთაწმინდიდან დააგორებს რო არ აიღოო…
არ მაინტერესებს-მეთქი, ვერ ავიღებ-მეთქი.
ჭკუიდან ნუ გადაიყვანო.
უნამუსო არ ვარ-მეთქი.
გაგიჟდებაო.
დამელაპარაკოს-მეთქი.
შანსი არ არიო.
ხოდა კარგად-მეთქი.

გვიან სახლში ვიღაც მოვიდა.
ფოსტიდან იყვნენ.
პატარა ყუთი იყო.
ისევ მანქანის გასაღები იყო…
ფანჯარაში გავიხედე ჩემი სადარბაზოს წინ იდგა.
მამაჩემი გადაირია, ეს ვისგან არიო…
კეთილისმსურველისგან-მეთქი.
ესემესი მომივიდა
,,tu ginda ro odesme mainc xma gagce, sachukari ar damibrunoo”
რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ მივწერე.
იმიტომ რომ სპეციალური ნომრით მომწერა.
სახელით 
NSA.
მერე მართლა აღარ გადავაგდე.
რაღაცას ველოდებოდი…
არ ვიცი რას…
ქუჩაში მანქანით რომ მხედავდნენ ისეთებს ლაპარაკობდნენ, გაგიჟდებოდით.
დარწმუნებული ვარ ვენატრებოდი…
აბა როგორია არ გენატრებოდეს მაშინ როცა მთლიანად გიყვარს…
არაფერი მომხდარა…
სანდრო არ ჩამოსულა…

* * *
-აი სანდრიკ, პროსტა რო შემეძლოს? მთელ თბილისს ჩამოვიყვანდი შვეიცარიაში რო ჩემ ქორწილს შენ არ გამოაკლდე მაგრამ კაი რაა, რატო გიყვარს ეგ გაჯიუტება, ჩამოდი რაა.
-ტყუილად მებაზრები, ვერანაირში.
-სანდრო ცოლი მომყავს, გიჟი ხარ? მე ვარ, პეპე, ცოლი მომყავს გესმის?!

სანდრო დაფიქრდა…
რას ლაპარაკობდა მერე მიხვდა…
ძმაკაცს ცოლი მოყავდა და ეს ჩასვლაზე წუწუნებდა და ახვეწნინებდა…
-პროსტა მაგარი ბანძი ვარ, ჩამოვალ აბა რას ვიზამ.

პეპემ ამოისუნთქა და ანჩის გახედა
-ვუთხრათ ნიას?
-გააფრენს. არ ვუთხრათ.

* * * 
4 აპრილს იყო მათი ქორწილი…
ნიას იმ ინფორმაციამ რომ სანდროს კლუბი არ უშვებდა, კორპუსი შეურყია.
მეჯვარეობაზე უარი თქვა, ელენე დათანხმდა.
ჭკუიდან გადავიდა…
ერთადერთი იმედიღა რჩებოდა და ისიც ჩაუკვდა.
მორჩა..
შვეიცარიაში ჩავაკითხავო როგორც კი ქორწილი დამთავრდებაო..
მტკიცედ გადაწყვიტა..

* * * 
3მა აპრილმა მშვიდობით ჩაიგრიალა ყველას მეხსიერებაში და დადგა 4 აპრილიც…
ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო.
ქავთარაძის ქუჩას კვეთდა და ქავთარაძესთან მიდიოდა უცბად რომ ვიღაც გიჟივით შემოვარდა და კიდევ კარგი სწრაფად დაამუხრუჭა თორემ 4 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდებოდა.
ნია ისე წამოენთო სულიერი ვერ გააჩერებდა.
მანქანიდან გიჟივით გადავარდა და დაბურულ მინებიან მანქანას ხელები დაუბრახუნა…
ფანჯრიდან თავი ნოდომ გადმოყო…
ბევრი იცინეს.
ნოდომ წარმომიდგენია სხვა რო ყოფილიყო რეებს ჩაატარებდიო…
დარბაზში ერთად წავიდნენ…
კიბეზე ადიოდა სიცილი რომ გაიგონა
-ვა, ნი, ფრთები ამოგსვლია! -ნია გაშეშდა.
ნელა შეტრიალდა.
გალურჯდა.
ფერები ნელა და სასიამოვნოდ გადაუვიდა სახეზე.
აფრინდა და მერე უცებ მიწას დაენარცხა.
კედლებს შეასკდა.
იკივლა
იყვირა
მთელი კანი შემოიგლიჯა.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გულში…
ჩუმად…
მთელი სხეული აეწვა…
სანდრო ნელ-ნელა ამოდიოდა.
ლოყაზე აკოცა.
საშინლად აეწვა მარცხენა მხარე დანელიას გოგოს.
შიშვლე მხარზე ხელი გადაუსვა და უჩურჩულა
-ხომ იცი ეგ ფრთები ადვილად ტყდება.
უჭირდა დანელიასაც თავის შეკავება მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო.
ნია გაიყინა სანდროს ხელი რომ მოშორდა მხრიდან.
ერთი ნაბიჯიც და მიაძახა
-შენ!
-მე?
-ჰო
-რა მე?
-შენ მატეხ ადვილად ფრთებს. 
ნიამ შესვლა დაასწრო.
ცოტაც და ვეღარ გაუძლებდა.
უფრო მეტს ელოდა.
მეტი უნდოდა..
ქორწილი ისე გაეპარათ თითქოს ერთმანეთს არც იცნობდნენო…
არც კი უყურებდნენ.
არადა სანდრო დანელია…
* * *
ნია ნელა დგება.
ოდნავ ნასვამიცაა.
თამადას მიკროფონს ართმევს და სკამზე დგება.
ვარდება.
თამადა ეშველება.
-2 წლის წინ -იწყებს მშვიდად -ყველაზე მაგარმა ბიჭმა მთელ მსოფლიოში მკითხა დიდი რომ გაიზრდები ვინ გამოხვალო?! მე ვუთხარი დიზაინერი მეთქი. -სანდროს ეღიმება -იმან კიდე მითხრა არა, ჩემი ცოლიო და მე შენი ქმარიო. -ყანყალებს. ყველას ეღიმება -ხოდა მე დღეს, არც დიზაინერი ვარ და არც მისი ცოლი, ლოგიკურად არც ისაა ჩემი ქმარი… და მე შემიძლია ახლა ვიტირო, მაგრამ არ ვიტირებ! -ტირის -ხო ვტირი, იმიტომ რომ ყველაზე დებილი გოგო ვარ მთელ დედამიწაზე! ცოლობაზე უარი ვუთხარი მხოლოდ იმიტომ რომ დამემტკიცებინა ფრთები რომ ქვის მქონდა…
მაგრამ ქვის ფრთებით ვერავინ დაფრინავს…
ხოდა ფრთები აღარ მაქვს და ვიცი ახლა ყველას მაგრად არ გაინტერესებთ ვინ ჯანდაბა ვარ ან რა მინდა.
…და მაინც
უბრალოდ ბოდიშს მოვიხდი, მადლობას გადავიხდი და რაღაცას ვიტყვი.
სანდრო, ცოლად მომიყვან?

თავს ვეღარ იკავებს და ნელა ვარდება.
იღიმის…


ბავშვებო ეს ბოლო თავი რადგანაც წინაზე სრულიად ვერ დავდე ამიტომაც მომიწია რომ დამეყო .. იმედია მოგეწონათ )) 

კატეგორია: Book | ნანახია: 553 | დაამატა: sofi_floyd)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 Dark▲   (2014-04-07 11:10 PM) [Entry]
momewona dzaan happy
kargi iyoo ♥

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

პროფილი

სტუმარი, მოხარულები ვართ რომ გვესტუმრეთ.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია
ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 9
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ტოპ მომხმარებლები

null Dark▲
null40
null60
null0


null SMILER♡
null31
null72
null3


null Ninni❤
null25
null75
null1


null KetCobain
null22
null117
null1


null Likuna_♥♥♥
null15
null39
null0


null sofi_floyd))
null13
null19
null1


null Nini_Nincho♥
null4
null6
null0


null -Marrii
null3
null5
null0

Top სიახლეები
Erika Linder

კომენტარები: 8 ნანახია: 2613
New Contest For New Year ^^ XoXo ♥

კომენტარები: 8 ნანახია: 602
Anyway My Become

კომენტარები: 7 ნანახია: 633
♥ რას ნიშნავს მეგობრობა? ♥

კომენტარები: 7 ნანახია: 1387
Gifs

კომენტარები: 6 ნანახია: 652
Anyway My Become

კომენტარები: 6 ნანახია: 608
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 8:24 AM
თქვენი IP: 3.144.45.137
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:

Copyright MyCorp © 2024